Image description

ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

ჩარლზ დარვინის ბაბუა ერაზმუს დარვინი მასონთა ლოჟის წევრი გახლდათ, ხოლო სწავლულის მამა, დოქტორი  რობერტ დარვინი კი დეიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების გულმხურვალე აპოლოგეტს წარმოადგენდა და ისიც, მამის მსგავსად, მასონთა ლოჟის წევრის სტატუსით იყო აღჭურვილი.

შესაბამისად, ევოლუციის ფენომენის აღმომჩენ ბუნებისმეტყველს ბავშვობის ხანის გატარება მასონთა გარემოში მოუხდა.

ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ჩარლზის მშობლების ორივე განშტოება (დედისა და მამის მხრიდან) უნიტარიანული ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ.

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ევოლუციის ფენომენი პირველებმა ჩარლზ დარვინის ბაბუამ ერაზმუს დარვინმა, თომას რობერტ მალთუსმა და ტომას ჰენრი ჰაქსლიმ აღმოაჩინეს.

თუმცა, ამით ყველაზე მეტად დარვინმა ისარგებლაო, – შენიშნავდნენ ავი ენები. დასტურად კი მოჰყავდათ ის გარემოება, რომ დარვინს თავისი საჯარო გამოსვლების დროს, ხშირად, ბევრი თავი ავიწყდებოდა მის მიერ დაწერილი კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომიდან.

ერთნი, ვისაც დარვინთან ახლო ურთიერთობა გააჩნდა, ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ინგლისელი ბუნებისმეტყველის ფრიად დაბალ ინტელექტს.

მეორენი კი ამას დარვინის ცუდ მეხსიერებას აბრალებდნენ.

ერთი რამ, რაც უეჭველად ვიცით მის შესახებ, არის ის, რომ ინგლისელ ბუნებისმეტყველს განსაკუთრებით უყვარდა სამაგიდო თამაში ნარდი. თუმცა, დარვინების ოჯახში მხოლოდ ჩარლზი არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი, ვინც ნარდის თამაშს აღმერთებდა. მის მსგავსად, ამ შესანიშნავი სამაგიდო თამაშის დიდი ტრფიალით ასევე გამოირჩეოდა სწავლულის მეუღლე ემა ვედვუჯი.

ცნობილია, რომ დარვინების ბედნიერი წყვილი ხშირად ირთობდა საღამოობით თავს ერთმანეთთან ნარდის თამაშით.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845).

საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“

დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას.

თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან.

ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872).

დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე