D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მნიშნვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქიონირებისათვის.
მის უდიდეს ნაწილს ჩვენი ორგანიზმი მზის სხივების დახმარებით იღებს.
სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, თანამედროვე მედიცინა მას სტეროიდულ ჰორმონადაც განიხილავს და ბევრ სამედიცინო ლიტერატურაში D ჰორმონის სახელითაც შევხვდებით, რადგან ჩვენს ბევრ უჯრედს აქვს მისი დამაკავშირებელი რეცეპტორები.
D ვიტამინის დეფიციტი უფრო ხშირად აღინიშნება ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში, რადგან ამ დროს ნაკლებია მზის სხივების ზემოქმედება.
D ვიტამინის ნორმალური დონე სისხლში ახდენს უამრავი დაავადების პრევენციას, მათ შორისაა:
- ოსტეოპოროზი;
- კარდიოვასკულური დაავადებები;
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
- სიმსივნური დაავადებები;
- გაფანტული სკლეროზი.
D ვიტამინი აუცილებელია ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.
იგი ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას, მის გარეშე საკვებით მიღებული კალციუმის მხოლოდ 10-15% შეიწოვება, ხოლო ფოსფორის 60%. ამიტომ ძვლების სიჯანსაღისთვის აუცილებელია D ვიტამინის ნორმალური დონე სისხლში.
ზოგჯერ, ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ ძვლის მინერალური სიმკვრივე თვლიან, რომ ჭირდებათ კალციუმის დანამატის მიღება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით. ამ დროს გაზრდილია ძვლების მოტეხილობის რისკი. D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება, გამოიწვიოს ძვლების და წელის ტკივილი.
D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის ფორმირებაში, იგი ასტიმულირებს ორგანიზმში ე.წ „ბუნებრივი ანტიბიოტიკების’’, კათლიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას და ავლენს ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ მოქმედებას.
ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი, რომელიც მის დეფიციტს ახასიათებს, არის სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ხშირი ავადობა.
D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში მაღალია სუნთქვის უკმარისობის, რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკი.
დაღლილობა
მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. სისხლში D ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.