გასულ საუკუნეში სტრიპტიზი ტაივანში დაკრძალვებზე გართობის პოპულარულ ფორმად იქცა.
სტრიპტიზების დაკრძალვაზე მოწვევის ტრადიცია მაფიის წრეებში წარმოიშვა, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებზეც გავრცელდა.
ოჯახები ქირაობენ ეროტიკულ მოცეკვავეებს (რომლებიც ცნობილია როგორც ,,დაკრძალვის სტრიპტიზიორები") იმისთვის, რომ მიიზიდოს მეტი დამსწრე და ხმაურიანად იზეიმონ გარდაცვლილის ცხოვრება.
ცეკვა უმეტესად ტარდება სპეციალურად მოწყობილ მანქანებზე — ე.წ. „ელექტრო ყვავილების მანქანებზე“ რომლებიც მიყვება სამგლოვიარო პროცესიას.
1980-იანი წლების შუა პერიოდში ტაივანის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავდა ასეთ წარმოდგენებს, თუმცა დაკრძალვებზე სტრიპტიზის ნახვა სოფლად დღემდეა შესაძლებელი.


