1302 წელს მშობლიური ფლორენციიდან განდევნილი გენიალური იტალიელი პოეტი და მწერალი დანტე ალიგიერი (1265-1321 წლები) იძულებული გახდა თავი ვერონისათვის შეეფარებინა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ უკვდავი პოემის ,,ღვთაებრივი კომედიის” ავტორს ადგილობრივი მმართველი იმაზე ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე საკუთარ მასხარას.
ეს ფაქტი მხედველობიდან არავის გამოპარვია. ერთერთმა ვერონელმა დიდებულმა, რომელიც შესანიშნავად ათვითცნობიერებდა დანტეს გენიალურობას, მასთან დიალოგისას თავისი უკმაყოფილება ვერ დაფარა ვერონის მმართველისადმი.
დანტემ გულშემატკივარი დაამშვიდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- მეგობარო, ეს ხომ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა – ყოველ ადამიანს უყვარს ისეთივე ადამიანი, როგორიც თავად არის და ყოველი ადამიანი ისეთივე ადამიანისაკენ მიისწრაფვის, როგორიც თავად არის.