Image description

დენი დიდროსა და ჟან ლერონ დ'ალამბერის მიერ შედგენილი ცნობილი „ფრანგული ენციკლოპედია“ ითვლებოდა „პატიმრად“ ბასტილიის ციხეში.

 

1759 წელს, მას შემდეგ რაც ეკლესიამ და პარიზის პარლამენტმა ნაშრომი ანტისახელმწიფოებრივად და მწვალებლურად გამოაცხადეს, მეფე ლუი XV-ის საბჭომ გამოსცა ბრძანება ენციკლოპედიის უკვე დაბეჭდილი ტომებისა და მანუსკრიპტების სრული კონფისკაციის შესახებ. 

 

6 000-მდე ეგზემპლარი ჩამოართვეს გამომცემლებს, ჩააწყვეს დიდ ხის სკივრებში, დალუქეს და ბასტილიის ციხესიმაგრეში გადამალეს, რათა საზოგადოებას მათზე ხელი არ მიუწვდებოდა.

 

წიგნების გამოხსნა და მთელი პროექტის გადარჩენა შესაძლებელი გახდა უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკის, გიიომ-ქრისტენ დე ლამუანიონ დე მალზერბის წყალობით.

მალზერბი იყო საფრანგეთის ბეჭდვითი საქმისა და ცენზურის დირექტორი. თუმცა, ოფიციალური თანამდებობის მიუხედავად, იგი ფარულად განმანათლებლობის იდეების მომხრე და დენი დიდროს მეგობარი იყო.

 

მალზერბმა გამოიყენა ორმაგი თამაში და რამდენიმე ეფექტური ნაბიჯი:

 

- სანამ პოლიცია დიდროს სახლში ჩხრეკას ჩაატარებდა, მალზერბმა პირადად გააფრთხილა იგი, რომ ხელნაწერების კონფისკაციას აპირებდნენ.

 

- როდესაც შეშინებულმა დიდრომ უთხრა, რომ იმდენი მასალა ჰქონდა, ვერსად მოასწრებდა გადამალვას, მალზერბმა მას ასეთი გეგმა შესთავაზა: „ყველა ხელნაწერი ჩემთან გამოგზავნე, ჩემს სახლს ხომ არავინ გაჩხრეკსო“. ასე გადარჩა გამოუქვეყნებელი ტექსტების უდიდესი ნაწილი.

 

- სანამ ტომები ბასტილიაში იყო გამოკეტილი, მალზერბმა და მთავრობის გარკვეულმა წევრებმა თვალი დახუჭეს იმაზე, რომ დიდრო და მისი გუნდი იატაკქვეშეთში ფარულად აგრძელებდნენ მუშაობას.

 

- დროთა განმავლობაში, საფრანგეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ ენციკლოპედიის აკრძალვით უზარმაზარი ფინანსური ზარალი ადგებოდა ფრანგულ საგამომცემლო საქმეს, რადგან სხვა ქვეყნები (მაგალითად, შვეიცარია და იტალია) მის მეკობრულ ვერსიებს ბეჭდავდნენ და მდიდრდებოდნენ. მალზერბის დაჟინებული პოზიციითა და ლობირებით, ხელისუფლებამ ნება დართო გამომცემლებს, ბასტილიიდან ჩუმად გამოეტანათ კონფისკაციური ტომები.

 

1765-1766 წლებში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ენციკლოპედიის ბოლო ტექსტური ტომები მართლაც „გამოვიდნენ ციხიდან“ და ოფიციალურად დაიბეჭდა. თუმცა, იმისთვის, რომ ცენზურას ფორმალური სახე შეენარჩუნებინა, წიგნებზე ყალბად მიაწერეს, თითქოს ისინი შვეიცარიაში, ქალაქ ნევშატელში იყო გამოცემული.

 

ამ გამოცემამ და განმანათლებელთა იდეებმა დიდი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზრის შეცვლასა და შემდგომი საფრანგეთის დიდი რევოლუციის მომზადებაში.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე