ემოციური გამოფიტვის სინდრომი წარმოადგენს  თავისებურ ფსიქოლოგიურ და ემოციურ დაღლილობას, რომელიც შესაძლებელია გროვდებოდეს ადამინის თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე.

ემოციური გამოფიტვის სინდრომი აღინიშნება როდესაც:


- ადამიანი ათვითცნობიერებს, რომ მისი საქმიანობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ გული არ მიუდის საქმის გაკეთებისადმი;
განახორციელებადი საქმიანობისაგან დაღლილობა გროვდება ძალიან დიდი ხნის მანძილზე.

საჭიროა ემოციური გამოფიტვის სინდრომის გარჩევა  ერთ სამუშაო დღის შემდეგ დაღლასთან, რომელმაც შესაძლებელია გადაიაროს ერთი-ორი შაბათ-კვირის ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ.

ემოციური გამოფიტვის სინდრომი შესაძლებელია შედარებულ იქნას გადაძაბვასთან სპორტში. მიუხედავად ამისა თუ სპორტული გადაძაბვა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს რამოდენიმე დღეში,  ემოციური გამოფიტვის სინდრომის ჩამოყალიბებისათვის ფსიქოლოგიური დაღლილობის დაგროვებას სჭირდება გაცილებით დიდი დრო.

ემოციური გადაძაბვის სინდრომის პრევენცია

ემოციური გამოფიტვის სინდრომის პროფილაქტიკა უკიდურესად მნიშვლეოვანია დეპრესიის და ძალების სრული ვარდნის თავიდან ასაცილებლად.

პროფილაქტიკა გულისხმობს:


სამსახურისაგან დასვენება,რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს დასვენებას შაბათ-კვირას ან მშობულების დროს, საყვარელი სახეობის სპორტით ან ჰობით დაკავება;
პროგრესი, სამომავლო მიზნების და პერსპექტივების ფორმირება. არ ღირს ერთ ადგილზე გაჩერება, დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია მუდმივად იყო ახალი შესაძლებლობების და თვითრეალიზაციის გზების ძიებაში. არ ღირს ასევე თავის შეკავება საქმიანობის ახალი სფეროს ათვისებაზე.
სამსახურისაგან განსხვავებული ჰობი და აქტივობა. ნებისმიერი აქტივობა, მაგალითად, უცხო ენის შესწავლა ან ცურვა, შესაძლებელია მოგვევლინოს  ემოციური გამოფიტვის მშვენიერ საპროფილაქტიკო მეთოდათ.  მთავარია, რომ ამა თუ იმ აქტივობისადმი არსებობდეს  შინაგანი მისწრაფება.
ემოციური გამოფიტვის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების დაყენების ცოდნა და ასევე რეზულტატის გაანალიზების ცოდნა.
მნიშვნელოვანია დანაშაულის შეგრძნება შეიცვალოს პასუხისმგებლობის გრძნობათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რაღაცა შეგეშლება არ არის სწორი საკუთარი თავის დადანაშაულება, უნდა შეეცადო გამოასწორო ის რაც შესაძლებელია.
ეცადო გადაანაწილო საქმიანობა სხვადასხვა თარიღებზე,  დაგეგვმარების ასეთ ტიპს თანამედროვე გარემოში ეწოდება ტაიმ-მენეჯმენტი.

ნებისმიერი დაღლილობა წარმოადგენს საქმიანობის  არასწორი  დაგეგვმარების შედეგს. პირველ რიგში, ნებისმიერი სამსახურისაგან აუცილებელია დასვენება. მეორე, ყველაზე კარგ დასვენებას წარმოადგენს ჯანსაღი ძილი.

თუ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, რომელსაც თან ახლავს  საყოფაცხოვრებო პრობლემები და სირთულეები პირად ცხოვრებაში სწრაფად დაძინება შეუძლებელია, რეკომენდაციის სახით გთავაზობთ ძილის წინ გასეირნებას სუფთა ჰაერზე ან დაკავებას იოგით.

არ არის რეკომენდებული ძილის წინ ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა, ძილის წინ მეასედ დაუბრუნდე საკუთარ პრობლემებზე და განცებზე ფიქრს.

ამას გარდა,  ძილის რეჟიმის ნორმაში მოყვანის მიზნით არ არის სასურველი გვიანობამდე ჯდომა.  ყველაზე კარგად  ჯანმრთელობაზე მოქმედებს ადრე დაძინება და ადრე ადგომა. ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევა დასვენება ბუნებაში, მაგალითად, დაჩაზე ან სოფელში.

ამ დროს უმჯობესია მობილური ტელეფონის გათიშვა, ტელევიზორის და კომპიუტერის სახლში დატოვება. ხოლო დღის განმავლობაში სახლის ჩვეული საქმიანობა და ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე პირიქით ხელს უწყობს მოდუნებას და მალე ჩაძინებას.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე