ენაბორძიკი მეტყველების დინების ყველაზე ხშირი დარღვევაა. ენაბორძიკის ყველაზე ხშირი დამახასიათებელი გამეორებებია. ამ დროს მეტყველება თავისი ჩვეული დინებით არ მიედინება.
ენაბორძიკის სიმპტომები:
- ბგერის გამეორება – ბბბბ
- მარცვლის გამეორება – ბაბა-ბავშვი
- სიტყვის გამეორება – მე მე მინდა
- ბგერის გაწელვა – ლლლამაზი
- ბლოკი – ლ——ამაზი
ენაბორძიკი რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ოჯახური ისტორია, გენეტიკური განწყობა, ბავშვის განვითარება, ასევე ნეიროფიზიოლოგია ანუ თავის ტვინის თავისებურებები.
ენაბორძიკი ძირითადად 3-დან 6 წლამდე პერიოდში ვლინდება, ძალიან იშვიათი შემთხვევაა 12 წლის შემდეგ. ამ შემთხვევბიდან ძალიან ბევრი თავისით სწორდება დაწყებიდან 15 თვეში. ამიტომ სასურველია დაველოდოთ.
თუ ბავშვს ენაბორძიკი მეტყველების ფუნქციის აქტიური განვითარების პერიოდში დაეწყო, აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან მეტყველების თერაპევტს. ნევროპათოლოგის მიერ პრობლემის ნეიროგენული მიზეზების გამორიცხვის შემდგომ საჭიროა გადაიხედოს ბავშვის სოციალური გარემო და დაველოდოთ ე.წ. ფიზიოლოგიური ბორძიკის პერიოდის გავლას, რაც დაახლოებით 8-დან 14 თვემდე გრძელდება, ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია ლოგონევროზის სპონტანური განკურნება. თუ ამ პერიოდის გავლის შემდგომ ენაბორძიკი არ ალაგდა, უნდა დაიწყოს ლოგონევროზის სამკურნალო ენისა და მეტყველების თერაპია.
ბავშვთა ასაკში განკურნების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და იგი 65-70%-ს აღწევს.
რჩევები მშობლებს
ბავშვების ენაბორძიკის დროს ვურჩევთ მშობლებს, რომ არ გაართულონ არსებული მდგომარეობა.
თუ არის ენაბორძიკის ნიშნები, ვასწავლით როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ეს ნიშნები არ ჩამოყალიბდეს მყარ სიმპტომებად. ასეთ შემთხვევაში, ვურჩევთ მშობლებს, არ გაამახვილონ ყურადღება საუბარში დაშვებულ შეცდომებზე და არ უთხრან ბავშვს:
- აბა, ახლა სწორად თქვი
- აბა, ახლა დაწყნარდი და თავიდან გაიმეორე კარგად
- მომისმინე და მე რასაც ვიტყვი, გაიმეორე და ა.შ.
ყოველთვის ველოდებით, რომ ბავშვმა თვითონ დაასრულოს აზრი და მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე ასეთ დროს, აცალოს ბავშვს, არ ჩაერიოს აზრის ჩამოყალიბების პროცესში, არ დაეხმაროს, არ უკარნახოს და დაელოდოს.
თუ აზრი გაუგებარია, შეუძლია დააზუსტოს ,,ამის თქმა გინდოდა?”, მაგრამ როდესაც ბავშვი ბორძიკობს და უჭირს წინადადების ჩამოყალიბება, მის ნაცვლად არ უნდა თქვას სიტყვები.
როდესაც, მშობელი ბავშვის მაგივრად ამბობს სიტყვებს, ეს არის პირდაპირი ხაზგასმა იმაზე, რომ ბავშვი რაღაცას ვერ აკეთებს, არ გამოსდის და ამას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. რადგან შედეგად ბავშვებს უყალიბდებათ შფოთვა, რომ არ გამოუვათ, ვერ იტყვიან, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას და შეკრული მანკიერი წრე ჩამოყალიბდება.
ერთის მხრივ, იქნება მართლაც რეალური პრობლემა აზრის ჩამოყალიბების და მეორეს მხრივ ემატება ღელვა, რომ არ გამოუვა და რაც უფრო ღელავს, მით უფრო უარესად ლაპარაკობს და რაც უფრო უარესად ლაპარაკობს, მით უფრო მეტად ღელავს. ამ მანკიერი წრის გასაწყვეტად უნდა შევუქმნათ მშვიდი გარემო და მშობელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, ისე წაიყვანოს ეს საუბარი, რომ თითქოს არაფერიც არ ხდება უჩვეულო და ყველაფერი ნორმალურადაა. ყურადღების გამახვილება ამაზე კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.