- ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მიხეილ ჯავახიშვილის რომან „კვაჭი კვაჭანტირაძის“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არსებული პიროვნება ვასილ დუმბაძე იყო.
---
- ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით 俄國 აღნიშნავენ, რაც თარგმანში „არაპროგნოზირებადობის ქვეყანას“ ნიშნავს.
---
- სტალინს სურდა ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ უეინის მკვლელობა, რადგან ის თავგამოდებული ანტიკომუნისტი იყო. ამისთვის ლოს-ანჯელესში დაქირავებული მკვლელებიც კი გაგზავნა, მაგრამ სტალინის სიკვდილის გამო ეს მცდელობა ჩაიშალა.
---
- ტრანსჰუმანიზმი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება.
---
- რიო-დე-ჟანეიროს ყოველი მეხუთე მცხოვრები უღარიბეს უბნებში, ფაველებში ცხოვრობს.
---
- გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში არსებობდა ეშიკაღასბაშის, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის, უფროსის თანამდებობა.
---
- კიოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა.
---
- პაკისტანის სახელწოდება მიღებულია ქვეყნის შემადგენელი რეგიონების სახელთა (პენჯაბი, ხაიბერ-პახტუნხვა, ქაშმირი, სინდი და ბელუჯისტანი) შეერთებით. სხვა ვერსიით კი, იგი სპარსულად და ურდუზე „სიწმინდის ქვეყანას“ ნიშნავს.
---
- მელეტი IV მსოფლიოს მართლმადიდებელთა ისტორიაში ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც მეთაურობდა სამ სხვადასხვა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და საბერძნეთის) ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას.
---
- ცნობილი სიმღერის, Ebony and Ivory-ს, ჩაწერის დროს პოლ მაკარტნისა და სტივი უანდერის ერთად არ უმღერიათ.
---
- ქართული საბჭოთა ფილმი „წითელი ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომელზეც რეცენზია დაიწერა New York Times-ში.
---
- გერმანელი ლოთარ მათეუსი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზა. მან ევრო 2000-ზე 39 წლისამ ითამაშა.