ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი (1809-1847) — ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკაში რომანტიკული მიმართულების წარმომადგენელი, განთქმული „საქორწინო მარშის“ ავტორი.


​მე-19 საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფელიქს მენდელსონს. იგი არა მარტო ცნობილი კომპოზიტორია, არამედ თავისი დროის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, დირიჟორი, პიანისტი, ორღანზე დამკვრელი.


მენდელსონის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რომანტიკულმა ხელოვნებამ, მაგრამ იგი მაინც მიისწრაფოდა კლასიკურად დახვეწილი ფორმებისაკენ.


ხსენებული ნაწარმოებების გარდა მენდელსონის მუსიკალურ მემკვიდრეობას შეადგენს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ნაწარმოებები:


5 სიმფონია, მათ შორის რეფორმაციული, შოტლანდიური და იტალიური.


10 უვერტიურა, მათ შორის: ზღვის სიმშვიდე და ბედნიერი ცურვა, ჰებრიდები, ანუ იგივე ფინგალის გამოქვაბული, მშვენიერი მელუზინა, სიზმარი ზაფხულის რიუ-ბლაზი,


2 საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო კონცერტები; მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები, ზინგშპილები, საგუნდო ნაწარმოებები, კანტატები,


2 ორატორია: ილია და პავლე, მუსიკა დრამებისათვის, მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო პიესები, მათ შორის უკვე აღნიშნული, მეტად პოპულარული


48 უსიტყვო სიმღერა, ბრწყინვალე კაპრიჩიო ფორტეპიანოსატვის ორკესრტრთან ერთად, მრავალრიცხოვანი ანსამბლები.


ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 1809 წელს, მდიდარი და ამასთანავე განათლებული ებრაელი ბანკირის ოჯახში, სადაც ხელოვნებისა და ლიტერატურის ატმოსფერო სუფევდა.


ამ გარემოებამ თავისებური ანაბეჭდი დაადო მთელ მის პირად ცხოვრებას. მთელი სიცოცხლის მანძილზე მენდელსონს არ განუცდია მატერიალური გაჭირვება.


მან ბრწინვალე მუსიკალური და ზოგადი განათლება მიიღო. გარემო წრემ და აღზრდის პირობებმა აგრეთვე მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი მის ზოგად განვითარებას.


მენდელსონის ოჯახში, ბერლინში, ხშირად იკრიბებოდნენ გერმანული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები: მწერლები, კომპოზიტორები, მეცნიერები, ასე, რომ, მენდელსონი ბავშვობიდანვე დაუახლოვდა ჰაინეს, გოეთეს, ვებერს და მრავალ სხვა გამოჩენილ თანამედროვე მოღვაწეს.


განსაკუთრებით დიდი იყო გოეთესთან ნაცნობისა და მეგობრობის როლი ჭაბუკი მენდელსონის სულიერ განვითარებაში.


ბავშვობიდანვე მიიღო მენდელსონმა სერიოზული მუსიკალური განათლება. ფორტეპიანოზე დაკვრას მას ასწავლიდა მრავალმხრივი მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ბერგერი, კლემენტის მოწაფე, თეორიულ საგნებში კი ბერლინის სასიმღერო კაპელის ხელმძღვანელი, გოეთეს მეგობარი კარლ ფრიდრიხკალტერი.


ამასთან ერთად მან დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით.


9 წლიდან მენდელსონი გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე, სადაც ხშირად საკუთარ ნაწარმოებსაც ასრულებდა.


მენდელსონმა ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი, როგორც დახელოვნებულმა მუსიკოსმა შემსრულებელმა.


17 წლის ასაკში, მენდელსონი ქმნის თავის ერთ-ერთ საუკეტესო ნაწარმოებს - უვერტიურას სიზმარი ზაფხულის ღამით, შექსპირის ერთსახელიანი კომედიისათვის, რომელმაც მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში საუკეტესო ქმნილებათა შორის დაიკავა ადგილი.


მენდელსონი ნაყოფიერ მუსიკალურ საზოგადობრივ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც დირიჟორი და შემსრულებელი.


იგი ფართო პროპაგანდას უწევდა კლასიკოსთა საუკეთესო ქმნილებებს. ასე მაგ. 1829 წელს მისი ინიციატივით და მისივე ხელმძღვანელობით პირველად შესრულდა ამ უდიდესი ხელოვანის შემოქმედებისადმი, რომელიც მივიწყებას იყო მიცემული.


1829-32 წლებში ცნობილია მენდელსონის შემოქმედებაში, როგორც მოგზაურობის წლები. იგი ესტუმრა ინგლისს, შოტლანდიას, საფრანგეთს, იტალიას.


მოგზაურობის მდიდარმა შთაბეჭდილებებმა გამოხატულება ჰპოვეს მის ნაწარმოებებში შოტლანდიური, იტალირუი, სიმფონიებში, უვერტიურაში ფინგალის გამოქვაბული, უსიტყვო სიმღერების 1 რვეულში.


30-40-იან წლებში მენდელსონის მოღვაწეობის აყვავების ხანაა, ფართოდ იშლება მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა.


ჯერ დიუსელდორფში (1833 წლიდან) შემდეგ კი ლაიფციგში. მრავალი წლის მანძილზე მენდელსონი ლაიფციგის ფილარმონიის სათავეში იდგა. 1835 წლიდან მას გევანდჰაუსის კონცერტების დირიჟორის საპატიო თანამდებობა ეკავა.


მისი მოღვაწეობის ხანაში გევანდჰაუზის ორკესტრი ევროპის საუკეთესო საშემსრულებლო კოლექტივთა რიცხვში ჩადგა და ეს სახელი დღემდე შეინარჩუნა.


ამ კონცერტებზე ჟღერდა ნაწარმოებები, რომლებიც იშვიათად სრულდებოდა. მაგ. ჰენდელის ორატორიები, ჰაიდნის სიმფონიები და ორატორიები, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, შუბერტის სიმფონია NO. 8 და მრავალი სხვა. ამ კონცერტებში მონაწილეობას იღებდნენ უდიდესი მუსიკოსები: შუმანი, კლარა ეიკი, შოპენი, ბერლიოზი.


მენდელსონის როგორც დიდი განმანათლებისა და საზოგადო მოღვაწის უდიდესი დამსახურება ლაიფციგის კონსერვატორიის დაარსებაში მდგომარეობს.


კონსერვატორია გაიხსნა 1843 წელს, ეს იყო პირველი უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი გერმანიაში. ამ ფაქტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა კონცერვატორიების გახსნაზე სხვა ქვეყნებშიც.


მენდელსონი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. შემოქმედებითი გზის უკანასკნელი ათწლეული კი განსაკუთრებით ნაყოფიერია მის ბიოგრაფიაში.


სწორედ ამ წლებში იქნა შექმნილი მაღალმხატვრული ნაწარმოებები: შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, ორატორიები: პავლე და ილია, მუსიკა შექსპირის კომედიისათვის - სიზმარი ზაფხულის ღამით.


მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გერმანულ მუსიკალურ ცხოვრებაში მენდელსონმა მეტად დიდი და პროგრესიული როლი შეასრულა. მით უფრო საგრძნობი იყო მუსიკალური კულტურისათვის მისი უდროო გარდაცვალება 38 წლის ასაკში, 1847 წელს, მოღვაწეობის აყვავების ხანაში.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე