არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ზოგადად მთელი გარემოს მიმართ გაღიზიანების შეგრძნება უჩნდებათ, რაც ურთიერთობებზე აისახება და ზოგჯერ დიდ პრობლემებსაც იწვევს.
ასეთი გაღიზიანების რამდენიმე მთავარი მიზეზი შეიძლება გამოიყოს. შემუშავებულიაა იმ ქცევების ალგორითმიც, რომლებიც ამ არასასურველი შტრიხის ხასიათიდან სრულად „ამოშლაში“ თუ არა, მის შემცირებაში მაინც დაგეხმარებათ.
გაღიზიანების გამომწვევი მიზეზები
გაღიზიანების ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ყველაზე არააშკარა მიზეზი — ეს სხვა ადამიანების ხასიათში იმ თვისებების არსებობაა, რომლებიც თავადაც გვაქვს, მაგრამ არ მოგვწონს და ვცდილობთ დავთრგუნოთ.
გარდა ამისა, ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს, როცა:
- საკუთარ თავს ვერ აძლევს იმის უფლებას, რის უფლებასაც სხვა აძლევს თავის თავს. ანუ ვერ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს სხვა. მარტივი სიტყვებით, ამას შური ჰქვია. ზოგჯერ ადამიანს ესმის კიდეც, რომ შური ცუდი გრძნობაა, მაგრამ თავს ვერ ერევა.
- გრძნობს ტოტალური კონტროლის მოთხოვნილებას, და როცა ვინმეს „საჭირო დონით“ გაკონტროლებას ვერ ახერხებს, ღიზიანდება და აგრესიულიც კი ხდება.
- აქვს სტრესი და ფსიქოემოციური გადაღლილობა. ასეთ შემთხვევაში ნერვული სისტემა მოშლილია და ადამიანი უმნიშვნელო რამეზეც კი მგზნებარედ რეაგირებს.
როგორც ირკვევა, ფსიქოლოგიური მიზეზების გარდა, არსებობს გაღიზიანების ფიზიოლოგიური მიზეზებიც. ესენია:
- ჰორმონალური აშლილობა;
- ძილის პრობლემა;
- ვიტამინების ნაკლებობა;
- სხვადასხვა დაავადებები — ფსიქიატრიული აშლილობა, ნევროზები, ზოგი ორგანოს ფუნქციის მოშლა.
როგორ გავუმკლავდეთ გაღიზიანებას
გაღიზიანებასთან გასამკლავებლად პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა „ჩავიხედოთ“ და ამ მდგომარეობის რეალური მიზეზიც იქ ვეძებოთ.
ყველაზე ხშირად გაღიზიანების მიზეზი სწორედ ჩვენშივე იმალება, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ვამჩნევთ. ამიტომ საჭიროა, რომ თავსაც დავაკვირდეთ და ირგვლივ მყოფების შენიშვნებიც ვიღოთ ყურად, რათა საჭირო ზომები მივიღოთ — მინიმუმ იმისთვის, რომ სტრესის გავლენა მოვხსნათ და საკუთარი ნერვული სისტემა სტაბილური გავხადოთ.
ამისათვის დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:
- რა თვისება გაღიზიანებთ სხვებში?
- რა დამოკიდებულება გაქვთ ამ თვისების მიმართ?
- თავადაც გახასიათებთ თუ არა ეს თვისება?
- გსურთ თუ არა ამ თვისების მოშორება ან, პირიქით, შეძენა ან გაძლიერება?
არ მოიტყუოთ თავი, უპასუხეთ ამ შეკითხვებს მაქსიმალურად გულწრფელად, ვინაიდან შემდგომი ნაბიჯები სწორედ თქვენს პასუხებზეა დამოკიდებული. თანაც, რაც უფრო გულწრფელი იქნებით საკუთარ თავთან, მით უფრო გაგიადვილდებათ შინაგანი მღელვარებისა და პრობლემების მოგვარება.
თუ აღმოაჩენთ, რომ გაღიზიანების მიზეზი ვინმეს გაკონტროლების სურვილია, უპირველეს ყოვლისა, დააყენეთ თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისი მართვაც გსურთ და დაფიქრდით, თავად თუ გინდათ, რომ ვინმე ზედამხედველობდეს თქვენზე და გკარნახობდეთ, როგორ მოიქცეთ, რა ჩაიცვათ, რა თქვათ, როგორ გაიაროთ და სად წახვიდეთ? რა თქმა უნდა, არ გინდათ! ამიტომ გაიაზრეთ, რომ არც თქვენი გაღიზიანების ობიექტს არ სჭირდება კონტროლი — ეს არავის მოსწონს.
ხოლო თუ გაღიზიანებას ფსიქოლოგიური პრობლემები იწვევს, შესაძლოა ეს ჰორმონების ბრალი იყოს. ამიტომ შესაბამისი პროფილის ექიმს უნდა მიმართოთ, ანალიზები აიღოთ და მკურნალობა დაიწყოთ.