გალაკტიონმა მერი შერვაშიძეს ლექსების ციკლი მიუძღვნა, რომელთაგან ყველაზე სიმბოლური და ცნობილი გახდა ლექსი „მერი".
მერი შერვაშიძე-ერისთავი სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი გახლდათ. იგი იყო კოკო შანელის მოდელი. 1921 წელს კი სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ერთ-ერთი ვერსიით გალაკტიონმა შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა.
ქალმა ისე ჩაუარა გვერდით პოეტს, რომ არც კი შეუხედავს, თავიც კი არ მიუბრუნებია მისკენ. გალაკტიონს კი უგონოდ შეუყვარდა და ეს გრძნობა კუბოს კარამდე მიიტანა.
თავად გალაკტიონი მერის შესახებ წერდა:
- მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!