ფრანც რაიხელტი -
იგი აგრეთვე ცნობილი იყო მეტსახელით ,,მფრინავი თერძი”, დაიღუპა ლაბადა-პარაშუტის გამოცდის დროს, რომელიც თავის გამოგონებული იყო. რაიხელტი ეიფელის კოშკიდან გადმოხტა, მაგრამ პარაშუტმა არ გაამართლა.

მაქს ვალიე -
დაიღუპა მისივე გამოგონილი ავტომობილის ტესტირების დროს, რომელიც ალკოჰოლზე მუშაობდა. ავტომობილი აფეთქდა.

ოტო ლილიენტალი -
გამომგონებელი, რომელსაც ,,პლანერების მეფეს” უწოდებდნენ. დაიღუპა თავისი გამოგონილი პლანერის გამოცდის დროს.

მარია კიური -
მეცნიერმა ქალმა აღმოაჩინა რადიაცია, ქმართან ერთად რადიაქტიულ კვლევებზე მუშაობდა და რადიაციულმა გამოსხივებამ მოკლა.

უილიამ ბალოკი -
გამოიგონა როტაციული საბეჭდი მანქანა, მისი მონტაჟის დროს ფეხი მანქანის ქვეშ მოუყვა, რამაც განგრენა და გამომგონებლის სიკვდილი გამოიწვია.

სილვესტრ როპერი -
გამომგონებელმა შექმნა პირველი ორთქლზე მომუშავე ველოსიპედი და გამოცდის დროს ავარიაში მოყვა, დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა.

თომას ენდრიუსი -
საზღვაო-სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი, მან დააპროექტა ,,ტიტანიკი”, ის დაიღუპა მისსავე დაპროექტებულ გემზე პირველივე რეისში.

კარელ სოუჩეკი -
გამოიგონა სპეციალური კასრი ტრიუკებისათვის და დაიღუპა ჰიუსტონის სტადიონზე სადემონსტრაციო ჩვენების დროს.

ჰორაციო ლოუსონ ჰანლი -
დაიღუპა მისივე გამოგონილ წყალქვეშა ნავში ტესტირების დროს.

ჟან-ფრანცუა პილატრ დე როზი -
ჟან ფრანცუა პირველი ადამიანი იყო, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავისავე დაპროექტებულ საჰაერო ბურთში.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე