კარგი ხასიათი მაღლა წევს შრომისუნარიანობას, მოქმედებს თვითშეგრძნებებზე, გმატებთ თავდაჯერებას.

ოპტომისტურად განწყობილი ადამიანი უფრო ეფექტურად ებრძვის პრობლემებსა და რთულ სიტუაციებს, ასევე მარტივად გადაიტანს წარუმატებლობას.

საყურადღებოა, რომ პოზიტიური ადამიანის მიმართ ყველა იწევს, დადებითი ხასიათის მქონდე ადამიანთან ყველას სურს ურთიერთობა.

როგორ ვიყოთ კარგ ხასიათზე თითქმის სულ? ამას უნდა სწავლა, უნდა იმუშაოთ ამაზე. არსებობს შემოწმებული მეთოდები ამის მისაღწევად:

განაწყეთ საკუთარი თავი პოზიტივისკენ დილიდანვე. მაშინაც კი როცა თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიხელიათ თვალები და საწოლში წევხართ - გაიღიმეთ და უსურვეთ თქვენს თავს კარგი დღე.

შემდეგ მშვიდად იწექით, გაიწელეთ, ნელა წამოდექით და გაივარჯიშეთ თუნდაც რამოდენიმე წუთი.

მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ის გაფხიზლებთ და დადებითი ენერგიით გმუხტავთ. არ თქვათ უარი მსუბუქი საუზმისგან. დღის მანძილზე თუ გაქვთ საშუალება გაანებივრეთ თავი პროდუქტებით, რომლებიც შეგიქმნით კარგ განწყობას. ასეთი პროდუქტებია: თხილი, შავი შოკოლადი, ბანანი, ყველი, თევზი, წიწიბურა და ასე შემდეგ...

გახადეთ თქვენი დღე განსხვავებული, გააკეთეთ სიურპრიზები თვენთვის და თქვენი ახლო ადამიანებისთვის. მაგალითად შაბათ-კვირას დაგეგმილი საქმეების ნაცვლად ინახულეთ მეგობრები და თუ არის შესაძლებელი მათთან ერთად გადით სადმე ბუნებაში ქალაქგარეთ.

შეიცვალეთ გარემო - გადაადგილეთ ავეჯი, შეიცვალეთ იმიჯი. თვეში ერთხელ მაინც მიეცით თავს იმის ფუფუნება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოთ და ის დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. ესტუმრეთ სილამაზის სალონს, მიაკითხეთ საუნას ან ცხელი აბაზანა მიიღეთ სახლში. გაანებივრეთ საკუთარი თავი საყვარელი კერძით.

შეაქეთ საკუთარი თავი თითო წვრილმანის გამოც კი. დაივიწყეთ თქვენი ნაკლოვანებები - მერწმუნეთ როგორიც არ უნდა იყოთ მაინც უხვად გექნებათ! ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ იფიქრებთ გამუდმებით მაგაზე, ის რისი შეცვლას შეგიძლიათ გადადით პრაქტიკულ საშუალებებზე მათ შესაცვლელად, უბრალოდ ფიქრი და თავისა და სინდისის ტანჯვა არაფერში დაგეხმარებათ.

ყველა სერიოზული მიღწევის შემდეგ გაუკეთეთ თქვენს თავს საჩუქარი.

ხშირად გაიღიმეთ, გაიხსენეთ სასიამოვნო მომენტები თქვენი ცხოვრებიდან, სასაცილო ისტორიები.

ნუ იფიქრებთ გამუდმებით ცუდზე. არასასიამონო სიტუაციებისას წარმოიდგინეთ თუ როგორ დაილექება ეს თქვენში რაღაც დროის შემდეგ.

იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით: გამორიცხეთ ალჰოკოლი და თამბაქო, დაკავდით ფიტნესით, გამუდმებით აკონტროლეთ საკუთარი შეგრძნებები.

გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგიით დამუხტვაში. მზის სხივები, სუფთა ჰაერი, ნაზი და გრილი ნიავი დადებითად მოქმედებს ადამიანების აღქმაზე და ემოციურ შეგრძნებებს აუმჯობესებს.

დაიცავით ფერების წესები. თქვენს გარემოში გაავრცელეთ ყვითელი ფერი - ის აგიმაღლებთ განწყობას. მწვანე ფერი ამშვიდებს, იისფერი კი ენერგიით მუხტავს.

ტანსაცმელიც ღია, ნათელი ფერების ატარეთ. არ დაიზაროთ და გამოიყენეთ ეს მცირე ინსტურქცია თქვენი განწყობის ასამაღლებლად.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე