1. ბავშვის ზოგიერთ საქციელზე ხშირად რეაგირებთ „აფეთქებით“, მერე კი ნანობთ



2. ხანდახან სხვა ადამიანების რჩევებით სარგებლობს, როცა არ იცით, რა რეაქცია უნდა გქონდეთ თქვენი შვილის საქციელზე



3. თქვენი ინტუიცია და გამოცდილება - საუკეთესო მრჩეველია ბავშვის აღზრდისას



4. ხანდახან შვილს ისეთ საიდუმლოს ანდობთ, რომელსაც სხვას ვერავის ეტყოდით



5. განაწყენებთ თქვენს შვილზე სხვა ადამიანების მიერ გამოთქმული ნეგატიური აზრი



6. ხდება ისეც, რომ ბავშვს პატიებას სთხოვთ საკუთარი საქციელის გამო



7. მიგაჩნიათ, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო მშობლებისგან



8. ამჩნევთ სხვაობას თქვენი და ბავშვის ხასიათს შორის, რაც ხან გაოცებთ და ხან გახარებთ



9. მეტისმეტად განიცდით შვილის უსიამოვნებებს თუ წარუმატებლობებს



10. შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ბავშვისთვის საინტერესო სათამაშოს ყიდვისგან (მაშინაც, თუ ფული გაქვთ) იმიტომ, რომ იცით, სახლი სავსეა სათამაშოებით



11. მიგაჩნიათ, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვის საუკეთესო აღმზრდელობითი არგუმენტი ფიზიკური დასჯაა



12. თქვენი შვილი ზუსტად ისეთია, როგორზეც ოცნებობდით



13. შვილი გაცილებით მეტ საზრუნავს გიჩენთ, ვიდრე სიხარულს განიჭებთ



14. ხანდახან გგონიათ, რომ ბავშვი გასწავლით ახლებურად ფიქრს და ქცევას



15. კონფლიქტი გაქვთ თქვენს შვილთან



თქვენი ქულა:

0

შედეგი


0-49 ქულა
​თქვენს შვილს ალბათ მეტად უნდა ვუთანაგრძნოთ, ვიდრე თქვენ, რადგან ის არ მოხვედრილა იდეალურ მშობელთან - კეთილ მეგობარსა და მეგზურთან ცხოვრებისეულ გზაზე. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. თუ მართლა გინდათ რაღაცის გაკეთება თქვენი შვილისთვის, სხვანაირად მიუდექით. იქნებ, იპოვოთ ვინმე, ვინც ამაში დაგეხმარებათ. ეს იოლი არ იქნება, სამაგიეროდ, მომავალში იქნებით კმაყოფილი შედეგებით.

50-99 ქულა
​სწორ გზაზე დგახართ. ბავშვთან დროებით პრობლემებსა და სირთულეებს იოლად გადალახავთ, თუ საკუთარი თავიდან დაიწყებთ. გესმით შვილის, მაგრამ ხშირად ბუზისგან სპილოს ქმნით და ეს გიშლით ხელს ურთიერთობაში. ნუ მოიშველიებთ არგუმენტად დროის სიმცირეს ან ბავშვის რთულ ხასიათს. არსებობს პრობლემები, რომლებზეც თქვენ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა და გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები. არ დაგავიწყდეთ ასევე, რომ გაგება ყოველთვის არ ნიშნავს მიღებას.

100-150 ქულა
გაქვთ უნარი საკუთარ შვილს სწორად გაუგოთ. თქვენი შეხედულებები და აზრები - თქვენი მეკავშირეები არიან სხვადასხვა აღმზრდელობითი პრობლემის გადაწყვეტისას. თუ ამას პრაქტიკულადაც ერთვის მსგავსი გულღია საქციელი, სამაგალითო ყოფილხართ.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე