Image description

ნობელის პრემიის გარდა არსებობს იგ-ნობელის პრემია. სატირული ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ჰარვარდში გადაეცემა უჩვეულო, კურიოზულ და ხშირად აბსურდულად ჟღერად მეცნიერულ კვლევებს.


იგ-ნობელის პრემიიის დევიზია „ჯილდო მიღწევებისთვის, რომლებიც ადამიანებს ჯერ აცინებს, შემდეგ კი დააფიქრებს“


პრემია  1991 წელს დააარსა ამერიკელმა მარკ აბრამსმა და სამეცნიერო იუმორისტულმა ჟურნალმა Annals of Improbable Research (AIR).


პრემიის სახელწოდება წარმოადგენს სიტყვების თამაშს — ალფრედ ნობელის გვარისა და ინგლისური სიტყვის ignoble („უსარგებლო“, „უმნიშვნელო“) კომბინაციას.


მიუხედავად იუმორისტული ხასიათისა, ჯილდოს მფლობელი კვლევები რეალური და ლეგიტიმური სამეცნიერო ნაშრომებია (გამონაკლისია პირველ წლებში დაშვებული რამდენიმე შემთხვევა).


პრიზებს ტრადიციულად გადასცემენ ნობელის პრემიის ნამდვილი ლაურეატები.

ფიზიკოსი ანდრე გეიმი ერთადერთი ადამიანია ისტორიაში, რომელმაც ჯერ იგ-ნობელის პრემია მიიღო (2000 წელს), ხოლო შემდეგ ნამდვილი ნობელის პრემია ფიზიკაში (2010 წელს).

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე