გამოთქმა მოდის ძველი რომაელი პოეტის იუვენალისის მეათე სატირიდან. ორიგინალში ეს არის ლოცვის ფრაგმენტი — „უნდა ვთხოვოთ ღმერთებს, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონება იყოს“.
ავტორი გულისხმობდა, რომ მატერიალურ სიმდიდრეზე მეტად ადამიანმა სულიერი სიმტკიცე და ჯანმრთელობა უნდა ითხოვოს.
პოეტმა იუვენალისმა ეს ფრაზა დაწერა ახ. წ. I-II საუკუნეებში.
სრული ფრაზა ლათინურად ჟღერს ასე: „Orandum est ut sit mens sana in corpore sano“.
იუვენალისი ამბობდა, რომ ადამიანმა უნდა ევედროს ღმერთს რომ მიიღოს ბალანსი: ჯანსაღი სული და ჯანსაღი სხეული ერთად.
XIX საუკუნიდან ეს ფრაზა ამოიღეს კონტექსტიდან და სპორტულ-საგანმანათლებლო დევიზად აქციეს.
დღეს მას იყენებენ იმის სათქმელად, რომ ფიზიკური ვარჯიში და ჯანმრთელობა ეხმარება გონებრივ და სულიერ მდგომარეობას.


