​ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (1788-1824) — ინგლისელი პოეტი

​ჯორჯ ბა­ი­რონ­მა 1810 წელს, ტრო­ას ალექ­სან­დრი­ა­ში, მო­ნა­თა ბა­ზარ­ზე, ქარ­თვე­ლი ქალი ნახა...

13 წლის გო­გო­ნა მწა­რედ ტი­რო­და და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და.

გო­გო­ნა მდი­და­რი ქარ­თვე­ლი მე­მა­მუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა - ცხვრებს თა­მაშ-თა­მა­შით ას­დევ­ნე­ბია და ქურ­თებს
​ჩა­ვარ­დნია ხელ­ში... მათ კი რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­ყი­დი­ათ.

მისი სი­ლა­მა­ზით მო­ნუს­ხულ­მა და ტან­ჯვით შეძრწუ­ნე­ბულ­მა ბა­ი­რონ­მა ტყვე ქალ­ში 800 პი­ას­ტრი გა­და­ი­ხა­და და
გა­მო­ის­ყი­და.

ლორ­დი და პო­ე­ტი მა­შინ 22 წლი­სა იყო და 13 წლის გო­გო­ნა­ში მხო­ლოდ ბავ­შვს ხე­დავ­და, ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებ­და, სამ­შობ­ლო­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა.

ბაირონმა ირ­ლან­დი­ე­ლი ვა­ჭა­რი მო­ძებ­ნა, სა­ხე­ლად ფლეტ­ჩე­რი და იმა­საც დიდი ფული გა­და­უ­ხა­და, რომ ტყვე
სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ეყ­ვა­ნა. ირ­ლან­დი­ე­ლი კი მო­ღა­ლა­ტე და გა­იძ­ვე­რა აღ­მოჩ­ნდა - გო­გო­ნა თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვა და ხა­სად აქ­ცია.

როცა დიდი დრო გა­ვი­და და ბა­ი­რონ­მა ქარ­თვე­ლი ქალი მო­ი­კი­თხა, ფლეტ­ჩე­რის სი­ბილ­წის ამ­ბა­ვიც შე­ი­ტყო.
​ბინ­ძუ­რი ვა­ჭა­რი ფა­შას დახ­მა­რე­ბით მო­ძებ­ნა და ჯან­მრთე­ლო­ბა­შერ­ყე­უ­ლი უბე­დუ­რი ქალი გა­მო­იხ­სნა.

ბა­ი­რო­ნის ბი­ოგ­რა­ფი წერს: სა­ო­ცა­რი იყო თირ­ზა­სა და ბა­ი­რო­ნის შეხ­ვედ­რა, - ამის წარ­მოდ­გე­ნა უფრო ად­ვი­ლია,
ვიდ­რე აღ­წე­რა, და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ქალი მხსნელს ყელ­ზე შე­მო­ეხ­ვია და გი­ჟი­ვით კოც­ნი­და...

და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი გოგო კუნ­ძულ კრე­ტა­ზე წა­უყ­ვა­ნია სამ­კურ­ნა­ლოდ, თუმ­ცა ამა­ოდ... მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა
სა­საფ­ლა­ო­ზე გა­უჭ­რი­ათ მისი საფ­ლა­ვი. ბა­ი­რონს ქარ­თვე­ლი ქა­ლის სიკ­ვდი­ლი მძი­მედ გა­და­უ­ტა­ნია, დიდ­ხანს
ტი­რო­და თურ­მე...

...ამ ამ­ბით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი არა მარ­ტო ლექ­სი "თირ­ზა", არა­მედ თირ­ზას ციკ­ლის ექ­ვსი­ო­დე ლექ­სიც. ამას­თა­ნა­ვე, ეს ამ­ბა­ვი ასა­ხუ­ლია ბა­ი­რო­ნის უკა­ნას­კნელ და და­უმ­თავ­რე­ბელ "დონ ჟუ­ან­ში".

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე