ევროპის, დასავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ინდოეთის მკვიდრი მოსახლეობა კავკასიოიდური რასის ნაწილად ითვლება.
გერმანელმა ანთროპოლოგმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა ამ რასისთვის სხვა ტერმინი შემოიღო: კავკასიური რასა.
იგი თვლიდა, რომ თეთრკანიანი ხალხი პირველად კავკასიაში გამოჩნდნენ და ქართველები მათი ყველაზე ლამაზი წარმომადგენლები იყვნენ.
ტერმინი „კავკასიური რასა“ ამჟამად მრავალ ენაში გამოიყენება, ხოლო ინგლისურად ოფიციალური აღნიშვნაა „Caucasian“.


