გთავაზობთ ხელების მოვლისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს:
- თავი აარიდეთ ცხელ წყალს – ის ახდენს კანის გაუცხიმოვნებას, ხდის მას მშრალს და და უხეშს. ცივი წყლისგან ხელის კანი იქერცლება და უხეშდება. ამიტომ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.
- არ იაროთ ყინვაში თბილი ხელთათმანების გარეშე.
- ულტრაიისფერი სხივები აშრობენ და აზიანებენ ხელების კანს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მზისდამცავი კრემების გამოყენება.
- კანი იდაყვის მიდამოში მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. იმისათვის, რომ ის არ იყოს უხეში, გაიკეთეთ თბილი აბაზანა მცენარეული ზეთით. გააჩერეთ იდაყვები 5 წუთი, შემდეგ გაიხეხეთ პემზით და წაისვით კრემი.
- შხაპის მიღების დროს გაისუფთავეთ იდაყვები ღრუბელით, შემდეგ შეიზილეთ კრემი.
- კოჟრების გაჩენის დროს მიიღეთ თბილი მარილის აბაზანები, რომელსაც შეიძლება დავუმატოთ ნიშადურის სპირტი, საპნის ფხვნილი ან ნატურალური საპონი. ასეთი აბაზანა უნდა მივიღოთ 15-20 წუთი, შემდეგ შევიმშრალოთ და შევიზილოთ კრემი.
- არ გამოიყენოთ დაბალხარისხიანი ან მძაფრი სუნის მქონე საპონი. იხმარეთ მხოლოდ რბილი საპონი. ყოველთვის გამოდგება ბავშვის საპონი.
- არ დაგავიწყდეთ დაბანის შემდეგ მკვებავი კრემი, საღამოს კი კონტრასტული აბაზანები ხელისთვის.
- კვირაში 1-2-ჯერ აუცილებელია ხელის კანის პილინგი, რათა მოვიშოროთ მკვდარი უჯრედები. ეს ხელს შეუწყობს დამატენიანებელ კრემს ღრმად შეაღწიოს კანში. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ კრემები სახის პილინგისთვის, აგრეთვე დაბანის შემდეგ ინტენსიურად შეიმშრალეთ ხელები უხეში ხელსახოცით.
- კრემები ხელის მოვლისათვის ლოსიონებზე უკეთ იცავენ კანს, რადგან ფლობენ უფრო მჭიდრო სტრუქტურას.


