კოფეინი არის ალკალოიდი, რომელიც შედის ბევრი მცენარის შემადგენლობაში: ყავა, ჩაი, კაკაო, კოლა და ა.შ.

კოფეინი მცენარეებს იცავს მავნებელი მწერებისგან, ადამიანებში კი იწვევს ნერვული სისტემის სტიმულირებას, აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს გულის მუშაობას.

ამ თვისებების გამო კოფეინს ხშირად გამოიყენებენ მედიცინაში, კერძოდ: გაცივების დროს, შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატების შეადგენლობაში, ფიზიკური და გონებრივი აქტივობის სტიმულირებისთვის და ა.შ...

ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა და ვეღარ აღიქვამს კოფეინს, თუ დღიურად იღებს 650-700 მილიგრამს უწყვეტად სამი კვირის განმავლობაში.

კოფენზე დამოკიდებულებას არა აქვს ნეგატიური დამოკიდებულების ხასიათი, თუმცა თუ ადამიანი უცებ შეწყვეტს ყავის მიღებას, იგი იგრნობს აპათიას, შფოთვას და ძილიანობას.

თუ დღის განმავლობაში რამოდენიმე ფინჯანი ყავა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მისმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა ორგანიზმისთვის გამოიწვიოს დამანგრეველი შედეგები.

დღესდღეობით არ არსებობს კოფეინის რეკომენდებული დოზის ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც მიჩნეული იქნებოდა დღიურ ნორმად, რადგან ყავაში კოფეინის შემცველობაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები როგორიცააა: ყავის მარცვლების სახეობა, მოხალვის დონე, დაფქვის ხარისხი, მომზადების მეთოდი, ყავაში გაზავებული წყლის ან რძის რაოდენობა.

მიიჩნევა რომ ზრდასრულმა ადამიანმა,  ერთ მიღებაზე  უნდა მიირთვას არაუმეტეს 100-200 მგ კოფეინი, ხოლო კოფეინის ოპტიმალური დღიური ნორმა უნდა შეადგენდეს დღეში არაუმეტეს 400 მილიგრამს.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუ ვიღაც შესანიშნავად გრძნობს თავს დღეში 5-6 ფინჯანი მაგარი ყავის მირთმევის შემდეგ, სხვამ შეიძლება უკვე მეორე ფინჯანზე იგრძნოს გულის აჩქარება და სხვა პრობლემები.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ორსულებს და მეძუძურ დედებს, რადგან როგორც ცნობილია, რომ დედის კვების რაციონში შემავალი ნივთიერებები რძესთან ერთად ხვდება ახალშობილის ორგანიზმში.

​კოფეინის მიმართ მგრძნობელის მიხედვით გამოყოფენ ადამიანების სამ ჯგუფს: 

- მაღალი მგრძნობელობა - მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ ღამით დაძინება სადილის შემდეგ ერთი ფინჯანი ყავის მირთმევის შემდეგაც კი.
- საშუალო მგრძნობელობა - ეს არის ყავის მოყვარულთა სტატისტიკური უმრავლესობა. ჩვეულებრივ, მათ დღეში შეუძლიათ მიირთვან 400 მგ. ყავა და არ იგრძნონ არავითარი გვერდითი ეფექტები. (ყველა კვლევა კოფეინის სარგებლობის შესახებ ტარდება და ორიენტირად მიიჩნევა სწორედ ამ ჯგუფის ადამიანებზე)
- დაბალი მგრძნობელობა - ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ძალიან დიდი რაოდენობით ყავა ისე, რომ არ აღენიშნებათ არავითარი გვერდი ეფექტები. თუმცა ის, რომ კოფენი მათთვის სარგებლობის მომტანია, დამტკიცებული არ არის.

ზოგადად კი ყავის მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი ხდება ტოლერანტული კოფეინის მიმართ და გამოიმუშავებს მდგრადობას მის ზემოქმედებაზე.

ქალებს კოფეინის მიმართ ტოლერანტულობა უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, პრინციპში ისევე, როგორც ყველა მაღალი მეტაბოლიზმის მქონე ადამიანს.

ამგვარად, რთულია ზუსტად დავასახელოთ, თუ რამდენი ფინჯანი ყავის მიღებაა დღეში ოპტიმალური კონკრეტული ადამიანისთვის. 

სპეციალისტების რეკომენდაციით თითოეული უნდა დააკვირდეს საკუთარი სხეულის რეაქციებს კოფეინის ზემოქმედებაზე და ამგვარად თავად განსაზღვროს მისი ორგანიზმისთვის ოპტიმალური კოფინის დოზა. 

​როგორ გამოვიცნოთ კოფეინის პერედოზირების სიმტომები

ადრეული სიმტომები (ჭარბი რაოდენობის კოფეინის მიღებიდან 15-20 წუთის შემდეგ):

- ყველაზე ადრეული სიმპტომია სახის აწითლება და თვალების „აბრჭყვიალება“. როგორც ცნობილია კოფეინის ახდენს ადრენალინის გამომუშავების სტიმულირებას, რომელიც ზედმეტი დატვირთვით ამუშავებს შინაგანი ორგანოებს და საცრემლე ჯირკვლებს;
- სიცხე და სხეულის კანკალი. იწყება ე.წ. მზის წნულის (ნერვული წნულის განგლიები) მიდამოში და ვრცელდება მთელს ორგანიზმზე;
- გახშირებული გულისცემა;
- თავბრუსხვევა;
- თვალებზე ლიბრის გადაკვრა.

გვიანი სიმპტომები (ჭარბი რაოდენობის კოფეინის მიღებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ):

- ღებინება (უზმოზე ჭარბი ოდენობით შავი ყავის მიღების ან გასტრიტის სიმტომების დროს);
- გაძლიერებული ოფლდენა;
- არითმია;
- გახშირებული შარდვა;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოლიკი და სპაზმი.

სიმტომების მწვავე ფაზა:

- კანის საფარის გალურჯება (თვალების მიდამოში, ცხვირ-ხახის არეში და სხეულის სხვა ნაწილებზე) - ერთ-ერთი საშიში სიმტომია, რომელიც გულის მუშაობის დარღვევებზე მიუთითებს.
- ჰალუცინაცია;
- უძილობა;
- გაღიზიანებულობა;

კოფეინის პერედოზირების შემთხვევაში:

- თუ ყავის აქტიური მომხმარებელი ბრძანდებით და ადგილი აქვს ზემოთ მოყვანილი სიმტომებიდან ერთ-ერთს - გადით სუფთა ჰაერზე, მიიღეთ დიდი რაოდენობით არაგაზირებული წყალი და დასახმარებლად მიმართეთ ექიმს (კიდევ უფრო უარესად ყოფნის შემთხვევაში გამოძახეთ სასწრაფო დახმარება).ზოგადად კი, - რომ არ მოხდეს გაუწყლოვანება, სასურველია ერთ ფინჯან ყავასთან ერთად მიირთვათ - 2-3 ჭიქა წყალი.
- თუ არის დიარეის ნიშნები, რეკომენდებულია ჭიქა წყალში მცირეოდენი საკვები მარილის დამატება.
- სასარგებლოა ბანანი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.
- დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს შავი ჩაი, კოლა და შავი შოკოლადი. ბევრი ადამიანი კოფეინის გამო უარს ამბობს ყავაზე, თუმცა მიირთმევს ამ პროდუქტებს, რაც შეცდომაა. 
- რეკომენდირებულია ტესტი ფერმენტებზე, რათა დადგინდეს რა რაოდენობის კოფეინი არის უკუნაჩვენები ორგანიზმისთვის.
- კოფეინის ზემოქმედებას კარგად ანეიტრალებს ახლად გამოწურული ციტრუსის წვენი. ასევე რეკომენდებულია ყავის შემდგ ერთი ფინჯანი წყლის მირთმევა.
- უმჯობესია მიირთვათ ნატურალური მარცვლის დაფქვილი ყავა. ხსნადი ყავა გადამუშავების დროს კარგავს სასარგებლო ნოვთიერებების დიდ ოდენობას.
- არ არის რეკომენდებული ყავაში ძროხის რძის ან ნაღების დამატება - ნატურალური  რძის პროდუქტებს ორგანიზმიდან გამოაქვს კალციუმი.
- კალორიულიბით, ყავა (ძროხის ნატურალური რძით) - უტოლდება საკვების გზით მიღებულ კალორიების რაოდენობას.
შესაძლოა თუ არა კოფეინის ჭარბმა დოზამ გამოიწვილოს ლეტალური შედეგი

ადამიანისთვის მომაკვდინებელი კოფეინის დოზა შეადგენს 5000 მილიგრამს, ანუ დაახლოებით ერთ ფინჯან ესპრესოს ერთ კილოგრამ სხეულის მასაზე. 

თუმცა, ამ დოზით გამოწვეული ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს მაშინ, თუ იგი მიღებული იქნება მაქსიმალურად მოკლე ვადაში, რაც ყოვლად წარმოუდგენელია.

ამიტომ, კოფეინის პერედოზირებით ადამიანის სიკვდილი პრაქტიკულად შეუძლებელია.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე