ლუდომანია - ადამიანის უკონტროლო, პათოლოგიური დამოკიდებულება სხვადასხვა აზარტული თამაშების მიმართ (სათამაშო ავტომატები, რეალური ან ონლაინ-კაზინო და ა.შ.)
ითვლება, რომ ამგვარი ტიპის ყველა დამოკიდებულებას ძირითადად აქვს ფსიქოლოგიური მიზეზები. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ლუდომანიის განვითარებას და ისინი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან ფიზიოლოგიური (ჰორმონული დარღვევები, დოფამინის არასაკმარისი გამომუშავება).
აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების განვითარების ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზებს მიაკუთვნებენ:
- აგზნებული მდგომარეობის დამოუკიდებლად რეგულირების უუნარობა. ხშირად მოთამაშეს არ შეუძლია არა მხოლოდ თავისი მდგომარეობისა და სათამაშო ტრანსში ჩაძირვის გაკონტროლება, არამედ ასეთი პრობლემის არსებობის გაცნობიერებაც კი.
- ურთიერთობის პრობლემები – ოჯახში, მეგობრებთან, მშობლებთან, მარტოობის შეგრძნება.
- თვითშეფასების პრობლემები – თვითღირებულების მომატება ასეთ ადამიანებში ხდება მოგების მომენტში და საერთოდ, მათი თვითშეფასება დამოკიდებულია მატერიალურ კეთილდღეობაზე.
დამოკიდებულების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები ხშირად ხდებიან:
- ის, რომ აზარტულ თამაშებს თამაშობენ ნათესავები ან მეგობრები;
- ადამიანის მიერ ფულის გადაჭარბებულად შეფასება. დარწმუნებულობა იმაში, რომ მისი საშუალებით ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;
- ადვილად მოსაპოვებელი შემოსავლისკენ სწრაფვა;
- ფინანსური გაუნათლებლობა, ფულის განაწილებისა და მართვის უუნარობა.
ლუდომანიის განვითარება ხშირად იწყება მოწყენილობისგან გათავისუფლების, სტრესთან გამკლავების მცდელობით. შემდეგ კი, დამოკიდებულებისადმი მიდრეკილი ადამიანები (ზემოთ აღნიშნულია ამის ხელშემწყობი ფაქტორები) ექცევიან ჰორმონალურ მახეში. ადრენალინი, დოფამინი და სხვა ჰორმონები, რომლებიც გადაიტყორცნებიან სისხლში თამაშისა და მოგების დროს, იძლევიან იმდენად დიდ ეფექტს, რომ მოთამაშე ისევ და ისევ უბრუნდება მას. ნეიროჰორმონებს ის გადაჰყავთ ერთგვარ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში, რომლის დროსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს თავის ქმედებებს.
დროთა განმავლობაში მკურნალობის გარეშე ლუდომანია პროგრესირებს.
ყველა, ვინც თამაშობს – ლუდომანი არ არის, მკურნალობა ბევრს საერთოდ არ სჭირდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ ფხიზელ აზროვნებას, აკონტროლებენ დახარჯულ თანხას, თამაშს უთმობენ გონივრულ დროს, არ ილტვიან მოგებისკენ და თამაშს აღიქვამენ მხოლოდ ეპიზოდურ გასართობად.
მთავარი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეიძლება გავიგოთ, რომ ადამიანს სწორედ დამოკიდებულება აქვს არის:
- თამაშისთვის გონივრული, რაციონალური მიზეზების არქონა;
- უარს ვერ ამბობს თამაშის შეთავაზებაზე;
- უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თამაშს;
- თამაშში მონაწილეობა პრიორიტეტულია ცხოვრების სხვა ასპექტებთან შედარებით (სამსახური, სწავლა, საოჯახო ვალდებულებები და ა.შ.);
- საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისადმი მიყენებული ზიანი (სამსახურის დაკარგვა, ფინანსური ვალები, ოჯახის ქონების გაყიდვა, მოპარვა და ა.შ.).
ლუდომანია აისახება ჯანმრთელობაზე. სისხლში დიდი რაოდენობით გადასროლილი ჰორმონები შინაგან ორგანოებს აიძულებენ იმუშავონ არანორმალურად ინტენსიურ რეჟიმში, რაც იწვევს მათი მუშაობის დარღვევას. იფიტება ფსიქიკა. გარეგნულად ლუდომანი ხშირად ჰგავს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულების მქონე ადამიანს.
ლუდომანია იწვევს:
- კარიერის დანგრევას, პროფესიული რეპუტაციის დაკარგვას – დამოკიდებულების გამო ლუდომანი აცდენს ან საერთოდ ტოვებს სამსახურს, ცუდად ასრულებს პროფესიულ მოვალეობებს, არღვევს პროექტის ვადებს;
- სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს – დამოკიდებული მოთამაშეები ხარჯავენ მთლიან დანაზოგს, უგროვდებათ ვალები, ყიდიან ქონებას, ზოგჯერ კი კარგავენ საცხოვრებელ ადგილს;
- ოჯახისა და სოციალური კავშრების დარღვევას – ლუდომანი მკვეთრად შემოსაზღვრავს სამეგობრო წრეს, თითქმის არ უთმობს დროს ოჯახს, მეგობრებსა და ნაცნობებს სთხოვს ფულს და შემდეგ არ უბრუნებს, რითაც უფუჭდება მათთან ურთიერთობა.
ყველაზე სერიოზული შედეგებია:
კანონდარღვევები, რომლის ჩადენასაც იწყებს ლუდომანი (მაგ: მოპარვა);
თვითმკვლელობის მცდელობები – დაავადებულების 40%-ს აქვს სუიციდის მცდელობა.
სათამაშო დამოკიდებულების ძლიერი ფსიქოლოგიურ-ბიოქიმიური საფუძვლების გამო, მისგან დამოუკიდებლად განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადმყოფი ხშირად ვერც კი ამჩნევს მკურნალობის აუცილებლობას.
პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მკურნალობისთივს – არის ავადმყოფის მიერ პრობლემის არსებობის მიღება. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტთან ერთი ან რამდენიმე გასაუბრება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ თერაპია.
გართულებული ლუდომანიის მკურნალობა, როდესაც ავადმყოფს უკვე განვითარებული აქვს დეპრესია, ნევროზი, სუიციდური აზრები – ხდება მედიკამენტების გამოყენებით. საწყის ეტაპებზე არის პრობლემის ფარმაკოლოგიის გამოყენების გარეშე მოგვარების შანსი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მედიაკმენტები – არ არის ძირითადი მეთოდი.
ლუდომანიის მკურნალობა ხორციელდება ფსიქოთერაპიული მეთოდების დახმარებით. ეფექტურია ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის კომბინაცია.
თამაშდამოკიდებულების პროფილაქტიკა მიმართულია იმ ფაქტორების აღმოფხვრა/შემცირებისკენ, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. რეკომენდებულია:
- სტრესის დონის შემცირება, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება (არ უნდა მოხდეს მათი დაგროვება და იგნორირება);
- ცხოვრების აქტიური წესი, ჰობის ქონა;
- ოპტიმიზმის შენარჩუნება, სპეციალისთთან დროულად მიმართვა დეპრესიისა და ნევროზის პირველიცე სიმპტომების გამოვლენისთანავე.