Image description

მამაკაცის ჯანმრთელობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში, დღის რეჟიმი, სუფთა გარემო, მოწევისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისგან თავის შეკავება. მამაკაცის ჯანმრთელობასა და სექსუალურ აქტივობაში დიდ როლს დაბალანსებული კვება ასრულებს. 

მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე და პროსტატის ჯანმრთელობაზე, ასევე ნორმალური ქოლესტერინის დონის შენარჩუნებაზე.

დადასტურებულია, რომ გულისა და სისხლძარღვებისთვის სასარგებლო ნივთიერებები ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს მამაკაცის ერექციაზე.

ქვემოთ ჩამოთვლილი  პროდუქტები სასარგებლოა მთლიანი ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისთვის და რეგულარულად მოხმარებისას მათ ასევე შეუძლიათ მამაკაცის სექსუალური ძალის მხარდაჭერა და პროსტატის კიბოსგან დაცვა.

ჯანსაღი საკვების ჩამონათვალი მთელი ორგანიზმისთვის:

- ცხიმიანი თევზი - განსაკუთრებით ორაგული, ტუნა, ქაშაყი, კალმახი, მკვებავი და კარგია გულისთვის, ამცირებს ანთებას.

- ხორცში შემავალი ცილები კუნთების ძირითადი სამშენებლო მასალაა, რკინა კი ორგანიზმს ჟანგბადით აჯერებს.     

- რძის პროდუქტები მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და პროტეინებით, რომლებიც მამაკაცებს სჭირდებათ ტესტოსტერონის წარმოებისთვის.

- რძის პროდუქტები ასევე აძლიერებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და ზრდის სათელე ჯირკვლების ფიზიკურ ენერგიას. რძის შემადგენლობაში შემავალი ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სპერმოგრამის დონისა და ხარისხის ამაღლებას.

- თხილი - ექსპერტების აზრით, ყველაზე ეფექტური პროდუქტია მამაკაცის პოტენციის ასამაღლებლად.

- ბროწეული - იწვევს პოტენციის ამაღლებას და მის სტიმულირებას; გარდა ამისა, ის იცავს პროსტატის ჯირკვალს, ამცირებს კიბოს რისკს.

- შვრიის ყოველდღიური მოხმარება ინარჩუნებს ორგანიზმში ისეთი ელემენტების ოპტიმალურ რაოდენობას, როგორიცაა მანგანუმი, სელენი, ტრიპტოფანი, ვიტამინი B1, ბოჭკოვანი, მაგნიუმი და ცილა.

- პომიდორი და მისგან დამზადებული პროდუქტები აწვდის მამაკაცებს სასარგებლო ანტიოქსიდანტ ლიკოპენს, რომელიც ხელს უწყობს საერთო ჯანმრთელობას და ზრდის სპერმის კონცენტრაციას.

- სოკო ითვლება იმუნური სისტემის ძლიერ სტიმულატორად და მარეგულირებლად.

- კენკრა ორგანიზმს ამარაგებს C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, ამიტომ დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.

- წითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული ასევე არის C ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის წყარო. ეს უკანასკნელი იცავს კანს მზის სხივებისგან.

- მაგნიუმით და კალიუმით მდიდარი ბანანი არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას და არტერიულ წნევას. მათში შემავალი ვიტამინი B6 აძლიერებს იმუნურ სისტემას.
​
მამაკაცის დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი, რათა მიიღოს ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობა, მაშინ შესანიშნავი ჯანმრთელობა უზრუნველყოფს მის სრულ სექსუალურ ცხოვრებას.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე