Image description

ჯონ ბრაუერ-მინოქი იყო ამერიკელი მამაკაცი, რომელიც ისტორიაში ყველაზე მძიმე ადამიანად არის შესული. მისი მაქსიმალური წონა დაახლოებით 635 კილოგრამს  შეადგენდა.


დაიბადა 1941 წლის 29 სექტემბერს ვაშინგტონის შტატში (ბეინბრიჯ-აილენდი). გარდაიცვალა 1983 წლის სექტემბერში, 41 წლის ასაკში, სიეტლში.


მინოქის ექსტრემალური წონა მხოლოდ სიმსუქნით არ იყო გამოწვეული. მას აწუხებდა მძიმე გენერალიზებული შეშუპება, რის გამოც ორგანიზმში ასობით კილოგრამი სითხე გროვდებოდა.


სანამ გადაადგილება შეეძლო, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ფლობდა ადგილობრივ ტაქსის კომპანიას. იყო დაქორწინებული და ჰყავდა ორი ვაჟი.


ჯონი და მისი პირველი მეუღლე, ჯინ მაკარდლი (რომელიც სულ რაღაც 50 კილოგრამს იწონიდა), გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდნენ, როგორც წყვილი წონის ყველაზე დიდი სხვაობით (დაახლოებით 585 კგ).


12 წლის ასაკში იგი უკვე 132 კილოგრამს იწონიდა. 22 წლის ასაკში მისმა წონამ 178 კილოგრამს მიაღწია, სიმაღლე კი 185 სანტიმეტრი იყო.


1978 წლის მარტში იგი გულისა და სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ტრანსპორტირებას მეხანძრეებისა და ექიმებისგან შემდგარი 13-კაციანი ჯგუფი დასჭირდა. ექიმების შეფასებით, იმ დროისთვის მისი წონა 635 კგ-ს აღწევდა, საიდანაც 400 კგ-ზე მეტი სწორედ შეკავებული სითხე იყო.


საავადმყოფოში გატარებული 16-თვიანი მკაცრი, 1200-კალორიანი დიეტის შედეგად მინოქმა დაახლოებით 419 კილოგრამი დაიკლო. იგი კლინიკიდან 216 კილოგრამის წონით გაწერეს, რაც ადამიანის მიერ წონის კლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ დოკუმენტირებულ მაჩვენებლად ითვლება.


სამწუხაროდ, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მის ორგანიზმში სითხის დაგროვების პროცესი კვლავ განახლდა.


1981 წელს იგი ისევ მოხვდა კლინიკაში, 1983 წელს კი გულის გაჩერებითა და სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში ჯონ ბრაუერ-მინოქი 362 კილოგრამს იწონიდა.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე