მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლის 20 ნოემბერს ქალაქ ნიურნბერგში გამარჯვებული მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა სამხედრო ტრიბუნალების სერია, რომლებზეც გაასამართლეს ნაცისტური გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები.
ნიურნბერგის პროცესი იყო პირველი აქტი ისტორიაში, როცა რომელიმე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები წარდგნენ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.
პირველ პროცესზე, ბრალდებულები, ნაცისტური პარტიის 21 მაღალი რანგის წევრი, პასუხობდნენ შეკითხვებს, რომლებსაც მათ უსვამდნენ ოთხი გამარჯვებული სახელმწიფოს,
აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები.
მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის ნაცისტი მოხელეები, ადოლფ ჰიტლერის, იოზეფ გიობელსის და ჰაინრიხ ჰიმლერის გარდა, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.
ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისა და წარმოებაში.
ტრიბუნალმა ასევე დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები: სს, უშიშროების სამსახური (სდ), გესტაპო და ნაცისტური პარტიის შემადგენლობა.
ტრიბუნალმა გასტანა თითქმის ერთ წელიწადს და გამოიტანა 12 სასიკვდილო განაჩენი, სამ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, სამი გაამართლეს.
ნიურნბერგი ტრიბუნალის ადგილად სიმბოლურად აირჩიეს, რადგან იქ იმართებოდა ჰიტლერელთა მასობრივი თავყრილობები ომამდე და შემდეგ, იქ მიიღეს 1935 წელს ებრაელთა საწინააღმდეგო კანონები.
ნიურნბერგის პროცესმა ჩაუყარა საფუძველი საერთაშორისო სასამართლო სისტემას, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს.