​გრიგოლ რობაქიძე

ჯერ კიდევ 1932 წელს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში გრიგოლ რობაქიძე წარადგინეს, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად ჯონ გოლზუორთი დასახელდა.

ჭაბუა ამირეჯიბი

XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, დიდი ქართველი მწერალი, ჭაბუა ამირეჯიბი ორჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე – 1996 და 1999 წლებში. მას კონკურენცია, შესაბამისად, პოლონელმა პოეტმა ვისლავა შიმბორსკამ და გერმანელმა მწერალმა გიუნტერ გრასიმ გაუწიეს.

ოთარ ჭილაძე

1998 წელს, მსოფლიოს ხუთ სხვა მწერალთან ერთად, ლიტერატურის დარგში ნომინირებული იყო ოთარ ჭილაძე. ამ წელს ნობელის პრემია მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ პორტუგალიელ მწერალს, ჟოზე სარამაგუს მიენიჭა. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ სარამაგუს მთავარ კონკურენტად სწორედ ოთარ ჭილაძე მიიჩნეოდა.

1999 წელს ბრიტანელი ქართველოლოგის, დონალდ რეიფილდის წყალობით ოთარ ჭილაძე კვლავ წარადგინეს ნობელის პრემიაზე, თუმცა ჟიურიმ გამარჯვებულად გერმანელი მწერალი – გიუნტერ გრასი გამოავლინა.
2009 წელს კი, ოთარ ჭილაძის სახელი საბოლოო ნომინანტთა სიაშიც იყო შეტანილი, თუმცა მას კონკურენცია გერმანულენოვანმა მწერალმა, ჰერტა მიულერმა გაუწია, რომელიც გახდა პრემიის მფლობელი.

ბესიკ ხარანაული

2010 წელს ნობელის პრემიაზე წარადგინეს ქართველი მწერალი და პოეტი, ბესიკ ხარანაული. მასთან ერთად პრემიაზე წარდგენილი იყო თანამედროვე ცნობილი მწერალი მარიო ვარგას ლიოსაც, რომელსაც მიენიჭა ეს პრემია.

გურამ დოჩანაშვილი

2014 წელს ნობელის პრემიაზე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, გურამ დოჩანაშვილი წარადგინეს. ამ წელს ნობელის პრემია ფრანგ ნოველისტს, ჯინ პატრიკ მოდიანოს მიენიჭა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე