პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) — ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.

მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს „ჟ“-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს, მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა.

ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის „რამ“-ის (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც „ჟ“ მისი მასწავლებელია.

ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა და ტარბში (საფრანგეთი).

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა.

მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი.

საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად.

ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია - ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა.

ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული იყო ბრაზილიაში არა მხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც.

თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო „ნორმალურ“ სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.

1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.

პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:

პილიგრიმობა ანუ მოგვის დღიური 1987
ალქიმიკოსი 1988
ბრიდა 1990
ვალკირები 1992
მაქთუბი 1994
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი 1994
მეხუთე მთა 1996
სინათლის მეომრის სახელმძღვანელო 1997
წინასწარმეტყველის სასიყვარულო წერილები 1997
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა 1998
ეშმაკი და ქალბატონი პრიმი 2000
მამები, ვაჟები და შვილიშვილები 2001
თერთმეტი წუთი 2003
ზაჰირი 2005
როგორც ნარნარი მდინარე 2006
პორტობელოელი ჯადოქარი 2006
გამარჯვებული მარტოა 2008
ალეფი 2011
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი 2012
ადიულტერი 2014
ჯაშუში 2016
ჰიპი 2018

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე