სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია კბილების, ღრძილების და ლორწოვანი გარსის სწორი წმენდა, სავლებების და კბილის ძაფების ან ფლოსების გამოყენება.
პირის ღრუს სწორი მოვლა ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას .ბაქტერიული ნადები არის კარიესული ღრუების წარმოქმნის და ღრძილების ანთების ძირითადი მიზეზი.
კბილის ნადების ხელსაყრელი მიდამო არის კბილთაშუა ნაპრალები, კბილის ყელის მიდამო და საღეჭი ზედაპირები. სწორედ ამ ადგილებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
არსებობს კბილების გასუფთავების, როგორც ჰიგინური ღონისძიების ჩატარების, სტანდარტული მეთოდები. მათი მიზანია არა მხოლოდ კბილის ზედაპირის გაწმენდა, არამედ ნადების მოცილება კბილებსშორისი არეებიდან, ღრძილების მასაჟი.
კბილების გაწმენდის სტანდარტული პროცედურა უნდა ჩატარდეს შემდეგნაირად:
1. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით. გაწმენდა დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში;
2. დაიწყეთ წმენდა ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა ერთ მხარს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს;
3. ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით გაიწმინდეთ კბილების შიდა ზედაპირი (ენის მხარეს);
4. ამის შემდეგ შეუდექით კბილების საღეჭი ზედაპირების გაწმენდას. საჭიროა შესრულდეს პირიდან გარე მიმართულებით 10-15 მოძრაობა ყოველ მხარეს;
5. გაიმეორეთ ყველა ეს მოძრაობა ქვედა ყბის კბილებისათვის;
6. წინა კბილების გაწმენდისას დაიჭირეთ ჯაგრისი კბილების რიგის მიმართ პერპენდიკულარულად;
7. დაასრულეთ კბილების გაწმენდის პროცედურა ზედა და ქვედა ღრძილების მასაჟით, რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.
კბილების საღეჭ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით, მაშინ როდესაც კბილებს შორის დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესის განვითარებისათვის საუკეთესო წინაპირობაა. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ კბილის გაწმენდის პროცესში გარდა კბილის ჯაგრისისა, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ძაფებიც – ე.წ. ფლოსები, რომელთა საშუალებითაც იწმინდება კბილთაშორისი არეები.
კბილების გაწმენდის ეს ორი საშუალება - ჯაგრისი და ფლოსი ერთმანეთს ავსებენ და ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას გამოყენებული.
კბილების გაწმენდის მთელი პროცედურა არ უნდა იკავებდეს 3 წთ-ზე ნაკლებ დროს. უმჯობესია, თუკი მას 5 წთ-ს დაუთმობთ. სასურველია, სააბაზანო ოთახში იქონიოთ საათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ დროში ორიენტაცია.
კარგი იქნება, თუკი პროცედურას დაიწყებთ პირის ღრუში ფტორის შემცველი ხსნარის გამოვლებით, შემდეგ ჩაატარებთ კბილების გაწმენდის სტანდარტულ პროცედურას, ხოლო დაასრულებთ ენის ზედაპირის გაწმენდითა და წყლის გამოვლებით.
ძილის წინ კბილებს შორის არსებული ზედაპირისა და ნაპრალების დასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ ფლოსი.