Image description

დენის ტიტო არის ამერიკელი ინჟინერი, მილიონერი და მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი.

 

2001 წელს იგი გახდა მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი, რაშიც 20 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

 

იგი კოსმოსში გაფრინდა რუსული კოსმოსური ხომალდით „სოიუზ TM-32“ ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

 

დენის ტიტოს კოსმოსური მისია თითქმის 8 დღეს გაგრძელდა და ისტორიაში შევიდა, როგორც კოსმოსური ტურიზმის დასაწყისი. ფრენა კომპანია Space Adventures-ისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლობით განხორციელდა. 

 

ტიტოსთან ერთად ხომალდ „სოიუზ TM-32“-ის ბორტზე იმყოფებოდნენ რუსი კოსმონავტები — ხომალდის მეთაური ტალგატ მუსაბაევი და ბორტინჟინერი იური ბატურინი.

 

გაფრენამდე 60 წლის ტიტომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური ფიზიკური და ტექნიკური მომზადება გაიარა რუსეთში, იური გაგარინის სახელობის კოსმონავტთა მომზადების ცენტრში („ვარსკვლავეთის ქალაქი“).

 

ხომალდი 2001 წლის 28 აპრილს გაფრინდა, 30 აპრილს კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) შეუერთდა. ტიტომ სადგურზე 6 დღე გაატარა, დედამიწას კი ეკიპაჟთან ერთად 6 მაისს, ხომალდ „სოიუზ TM-31“-ით დაუბრუნდა. მთლიანობაში მან კოსმოსში 7 დღე, 22 საათი და 4 წუთი დაჰყო.

 

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო (NASA) თავდაპირველად მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამ ფრენას. მათი მთავარი არგუმენტი უსაფრთხოება და სადგურის კომპიუტერულ სისტემებში არსებული ტექნიკური ხარვეზები იყო. მოლაპარაკებების შემდეგ ტიტომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არ შევიდოდა სადგურის ამერიკულ სეგმენტში თანხლების გარეშე და აანაზღაურებდა ნებისმიერ ზიანს, თუკი რამეს დააზიანებდა.

 

სადგურზე ყოფნისას ტიტო ეხმარებოდა ეკიპაჟს ტვირთის გადატანაში, იღებდა ფოტოებსა და ვიდეოებს, აკვირდებოდა დედამიწას და ასრულებდა მცირე სამეცნიერო დაკვირვებებს.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე