ინგლისური არასამთავრობო ორგანიზაციის – „Plain English Campaign”-ის მიერ 1993 წელს დაარსებული იქნა მეტად უცნაური სახელწოდების მქონე ყოველწლიური პრემია – „ფეხი პირში”.

პრემია გადაეცემა საჯარო პირებს – „ყოვლად გაუგებარი და უაზრო კომეტარების გაკეთებისათვის”.
მას შემდეგ აღნიშნული „ჯილდო” 20-ჯერ იქნა გაცემული.

პრემიის პირველი ლაურეატი გახდა კრიკეტში ინგლისის ნაკრების ყოფილი და მეტად აგრესიული წევრი – ტედ დექსტერი.

აღნიშნული პრემიით სულ ორად ორი ადამიანი დაჯილდოვდა ორგზის – ბორის ჯონსონი (გაერთიანებული სამეფოს პრემიერი) და ცნობილი უელსელი პოლიტიკოსი – როდრი მორგანი.

პრემია „ფეხი პირში” თავის დროზე გადაეცა საზოგადოებისათვის ცნობილ ისეთ ადამიანებს, როგორებიც გახლავან – გორდონ ბრაუნი, ნაომი კემპბელი, რიჩარდ გირი, დონალდ რამსფელდი, ჯორჯ ბუში (უმცროსი), მიტ რომნი, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი.

სილვიო ბერლუსკონის პრემია აშშ-ის ექს-პრეზიდენტის – ბარაკ ობამას დასახასიათებლად გამოყენებული სიტყვებისათვის გადაეცა: „ლამაზი, ახალგაზრდა და გარუჯული”, – ასე დაახასიათა სკანდალურად ცნობილმა იტალიელმა პოლიტიკოსმა აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი 2011 წელს.

ყველაზე ხშირად ამ მეტად უცნაური სახელწოდების მქონე პრემია პოლიტიკოსებს აქვთ მინიჭებული - საერთო ჯამში – 14-ჯერ.

პრემიის ბოლო მფლობელი გახდა ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლორდ-კანცლერი დომინიკ რააბი.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე