უცხოური ტერმინების ქართული სინონიმები (ტესტი) ბოლო დროს ხშირად გვესმის უცხოური ტერმინები, რომელთა ჩანაცვლებაც მარტივად შეიძლება ქართული შესატყვისებით. გაიარეთ ტესტი და ამოიცანით უცხოური სიტყვების ქართული სინონიმები: 1. ჩამოთვლილთაგან რომელია „კრეატიულის“ ქართული სინონიმი? შემოქმედებითი შინაარსიანი მეცნიერული საგანგებო 2. რა ქართული სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ „პერმანენტულის“ ნაცვლად? წყვეტილი ნახტომისებური მუდმივი პერიოდული 3. რით შეიძლება ჩავანაცვლოთ სიტყვა „ვოლონტიორი“? ახალგაზრდა მონაწილე მოქალაქე მოხალისე 4. აპლიკანტი, ანუ: აპლიკაციების მხატვარი განმცხადებელი/კანდიდატი უსარგებლო თანამშრომელი სამუშაო იარაღი 5. „ასისტანსის“ ქართული შესატყვისია: მორიგეობა კვლევა დახმარება გამოძიება 6. ახალგაზრდებში გავრცელებული „დავიქრინჯე“ ქართულად შეიძლება ვთქვათ: მეჩოთირა/მეუხერხულა მეწყინა ძალიან გავბრაზდი სიცილისგან ჩავბჟირდი 7. ბაიერი, ანუ: ღვინის მოყვარული გადამზიდავი შემსყიდველი მოგზაური 8. „დედლაინის“ ქართული შესატყვისია: ნათესავი დედის ხაზით დედალი ფრინველი ხაზის გავლება ბოლო ვადა შედეგის გამოთვლა შედეგი: საბოლოო ქულა: 0