Image description

წლების განმავლობაში ოფიციალურად მიიჩნეოდა, რომ იაპონია 6 852 კუნძულისგან შედგებოდა, რაც 1987 წლის სანაპირო დაცვის მონაცემებს ეყრდნობოდა.


თუმცა, იაპონიის გეოსივრცითი ინფორმაციის სააგენტომ (GSI) თანამედროვე ციფრული რუკებისა და თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენებით კუნძულები ხელახლა გადათვალა.


ახალი ოფიციალური მონაცემებით, იაპონიის ტერიტორიაზე 14 125 კუნძულია.


მიუხედავად კუნძულების რაოდენობის მკვეთრი ზრდისა, ქვეყნის საერთო ფართობი ან ტერიტორიული წყლები არ შეცვლილა, რადგან ეს კუნძულები ადრეც არსებობდა, უბრალოდ ძველი მეთოდოლოგიით მათი ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა.


მთელი ამ მასივის ბირთვს კვლავინდებურად 5 მთავარი კუნძული შეადგენს: ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ, სიკოკუ და ოკინავა.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე