რა იცით კიბერუსაფრთხოების შესახებ (ტესტი) უპასუხეთ ათ შეკითხვას და გაიგეთ რამდენად ინფორმირებული ხართ კობერუსაფრთხოების შესახებ. 1. რა არის ფიშინგი? ვირუსის სახეობა, რომელიც იპარავს პერსონალურ ინფორმაციას თაღლითური შეტყობინებების დაგზავნა მოტყუების გზით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გასაგებად რომელიმე სოციალური ქსელის გატეხვა მოწყობილობაში არასასურველი პროგრამის ჩატვირთვა 2. რა არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA)? ელექტრონული ფოსტის შიფრაციის მეთოდი პაროლების შენახვის ფუნქცია მომხმარებლის ნამდვილობის შემოწმება დამატებითი უსაფრთხოების დაცვით, იდენტიფიკაციის ორი ფორმის გამოყენებით პაროლის შექმნა ისე, რომ გამოყენებული იყოს როგორ დიდი, ისე პატარა რეგისტრის ასოები 3. რა მიუთითებს ბარათით ონლაინგადახდების დროს ვებგვერდისა და ტრანზაქციების დაცულობაზე? მისამართის ველის დასაწყისში https:// და მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო მისამართის ველის დასაწყისში https:// და ბოქლომის სიმბოლო მისამართის ველის დასაწყისში https:// და 30 უსაფრთხოების სიმბოლო ყველა ონლაინ გადახდა დცული 4. როგორ უნდა მოიქცე თუ ვებბრაუზერი მომხმარებლის სახელისა და პაროლის დამახსოვრების შესაძლებლობას გვთავაზობს? ყოველთვის შემიძლია მათი დამახსოვრება, ეს ხომ ცხოვრებას ამარტივებს ყოველთვის შემიძლია მათი დამახსოვრება, თუ ეს ჩვენს პერსონალურ კომპიუტერში ხდება მომხმარებლის სახელისა და პაროლის დამახსოვრება მისაღებია ყველა ანგარიშზე, გარდა ინტერნეტბანკისა მომხმარებლის სახელისა და პაროლის დამახსოვრება არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები 5. რომელი პაროლია ყველაზე უსაფრთხო თქვენი ინტერნეტბანკის, ელექტრონული ფოსტის თუ სოციალური ქსელების ანგარიშებისთვის? დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი ან მსგავსი პერსონალური ინფორმაცია ოჯახის წევრების ან შინაური ცხოველის სახელები სხვა ანგარიშისთვის გამოყენებული პაროლის გამეორება დიდი და პატარა რეგისტრის ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების შემთხვევითი კომბინაცია 6. რატომ არის მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება? აღმოფხვრის უსაფრთხოების სისუსტეებს და იცავს სისტემას ახალი საფრთხეებისგან აუმჯობესებს სისტემის სიჩქარეს ახალ ფუნქციებს გვთავაზობს შლის ძველ, უსარგებლო ფაილებს 7. თუ შენთვის თანხის ჩარიცხვა უნდათ და ამისათვის ბარათის მონაცემებს, ბარათის ნომერს, უსაფრთხოების კოდსა და მობილურ ტელეფონზე მოსულ სმს კოდს გვთხოვენ: ვუზიარებ ბარათის მონაცემებს, რადგან თანხის ჩარიცხვისთვის გამომგზავნმა უნდა იცოდეს ბარათის მონაცემები არ ვუზიარებ, რადგან თანხის ჩარიცხვისთვის არ არის საჭირო ბარათის მონაცემები ვუზიარებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხას სხვა ქვეყნიდან მირიცხავენ ვუზიარებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხას სხვა ბანკიდან გვირიცხავენ 8. შენი აზრით, უსაფრთხოა თუ არა საჯარო WIFI-ით სარგებლობისას ინტერნეტ და მობილბანკის შემოწმება ან ონლაინ გადახდის განხორციელება? საფრთხის შემცველია, თუ არ ვსარგებლობთ VIM-ით (ვირტუალური პირადი ქსელით) უსაფრთხოა, თუ აღნიშნული ინტერნეტი სანდო ორგანიზაციას ეკუთვნის უსაფრთხოა, თუ ჩემ მიერ აკრეფილ პაროლს ვერავინ ხედავს 9. როგორ იქცევი სავაჭრო და მომსახურების ობიექტში ( მაღაზია, რესტორანი, ბენზინგასამართი სადგური) ბარათით გადახდისას? ბარათს ყოველთვის ვაწვდი მომსახურე პერსონალს და გადახდას მათ ვანდობ არათს ვაწვდი პერსონალს მხოლოდ მაშინ, როცა პოს-ტერმინალი ჩვენგან შორსაა არასდროს ვაწვდი ბარათს მომსახურე პერსონალს, ყოველთვის თავად ვადებ მას პოს-ტერმინალს 10. ჩამოთვლილთაგან რომელს აქვს ფიშინგის დამახასიათებელი ნიშნები? შეტყობინება ბანკიდან, რომლის ტექსტიც შეიცავს შეცდომებს შეტყობინება, რომელიც დაბლოკილი ანგარიშის აღსადგენად ბმულზე გადასვლას ითხოვს შეტყობინება, რომელიც მატყობინებს, რომ გარკვეული პრიზი მოვიგე და მის სანახავად სასწრაფოდ ბმულზე უნდა გადავიდე ყველა პასუხი სწორია შედეგის გამოთვლა შედეგი: Share