Image description
სველი თმით დაძინების შემთხვევაში თავის კანზე და სახეზე ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების ჩამოყალიბებისთვის სასურველი გარემო იქმნება.

თმის ფუნქციაა:


- კანის მექანიკური დაცვა (გარემოში არსებული რისკ-ფაქტორებისგან);
- კანზე ზრდის მგრძნობელობით ფუნქციას;
- ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარს.
​
რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაიძინოთ სველი თმით:

- გრილ ტემპერატურაში თავის კანი გაცილებით მეტ სითბოს კარგავს, შესაბამისად, სიცივის შეგრძნება წარმოიქმნება, რაც მშვიდად დაძინებაში შეგიშლით ხელს. უძილობა მავნებელია და პირველ რიგში უარყოფით კვალს ტოვებს გუნება-განწყობილებაზე;
- რაც უფრო დიდხანს არის თმა სველი (თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში) მით უფრო მეტად იზრდება სოკოს წარმოქმნის რისკი. სოკო კანის ისეთი დაავადების ჩამოყალიბების წინაპირობაა როგორიცაა სებორეული დერმატიტი;
სველი თმის ფონზე თმის ცვენის, ასევე ქერტლის გამწვავების რისკი იზრდება;
- როდესაც სველი თმით გძინავთ, ფოლიკულები ზიანდება. სწორედ ამის გამო ხდება თმა მტვრევადი;
- აკნე წარმოიქმნება, როდესაც თმის ფოლიკულებში, კანქვეშ, ცხიმი გროვდება. სველი თმა ფორებში ბაქტერიის ზრდას უწყობს ხელს.

საბოლოო ჯამში, სველი თმით დაძინებამ შეიძლება გამოიწვიოს:

​თმის დაზიანება - სველი თმა სუსტია, შესაბამისად ძილის დროს იგი უფრო მარტივად ზიანდება, რამაც შეიძლება დროთა განმავლობაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს; 

ბაქტერიები - მიკროორგანიზმების უმრავლესობა სველ და თბილ გარემოში უფრო მარტივად მრავლდება. სველმა თმამ შესაძლოა თქვენი ბალიში მნიშვნელოვნად დააბინძუროს, რაც რა თქმა უნდა, საშიშია ჯანმრთელობისთვის; აქედან გამომდინარე, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენს ბალიშზე ბაქტერიებს აღმოაჩენთ; 

აკნე - სველი თმით დაძინებამ შესაძლოა თავთან ერთად თქვენი სახის კანზეც იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ხშირად დაწვებით სველი თმით, მით უფრო იზრდება აკნეს გაჩენის რისკი; 

თავის ტკივილი - სველი თმა იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ბანაობის შემდგომ სისხლძარღვები ფართოვდება, სხეულის ტემპერატურა იზრდება, რაც თავის ძლიერ ტკივილს იწვევს;

კუნთების ძლიერი ტკივილი - თუ არ გსურთ სახის კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ, ძილის წინ კარგად გაიმშრალეთ თმა; 

იმუნური სისტემის დასუსტება =  სველი თმა ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ამიტომ არასოდეს დაგვეზაროს თმის კარგად გამშრალება ძილის წინ; 

კანის დაავადებები - სველი თმით დაძინებით იზრდება რისკი იმისა, რომ კანზე სხვადასხვა დაავადებები გაჩნდეს (მაგ: მუნი);

სოკოვანი ინფექციები - ჩვენი ბალიში სოკოს გამრავლების ცხელ კერას წარმოადგენს, შესაბამისად, სველი თმით დაძინება ზრდის სოკოვანი ინფექციების რისკს; 

თმის ცვენა - უცხო არავისთვისაა, რომ სველი თმა ბევრად უფრო მტვრევადია და მარტივად ზიანდება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ,  რომ სველი თმით დაძინება თმის ძლიერ ცვენას იწვევს;

ქერტლი - თუ თქვენ ქერტლისკენ ხართ მიდრეკილი, განსაკუთრებით მოერიდეთ სველი თმით დაძინებას, რადგან სველი თმა ქერტლის გაჩენის რისკს უფრო მეტად ზრდის, ხდება თავის კანის გაღიზიანება და ქავილი. ​
Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე