გადაღლილობა, ალბათ, ის მდგომარეობაა, რაშიც ყველა ქალი ერთმანეთს გაუგებს.
საოჯახო საქმეები, საყიდლები, წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება, სამსახური, ვალდებულებები – ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს არ ესმით რით იღლებიან ქალები.
გადაღლილ ქალებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
აუცილებელია, შემოიღოთ წესები ოჯახის წევრებისთვის
სახლში სისუფთავე და წესრიგი თითქმის ყველა ქალის მოთხოვნილებაა, მაგრამ დალაგება-დასუფთავებას, მთელ დღეს ნუ დაუთმობთ, მით უმეტეს, არ არის საჭირო ეს ყოველდღე აკეთოთ. იქნებ ოჯახის წევრებს სთხოვოთ, დაიცვან წესრიგი. ასე სახლი ზედმეტად აღარ აირევა და დალაგებასაც მალე მორჩებით;
გარემოს შეცვლა
რაც უნდა დაკავებული იყოთ, მაინც გამონახეთ დრო მეგობრებისთვის, თქვენი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, როცა უამრავი საქმე გაქვს. არ იფიქროთ – რა დროს მეგობრებია, საქმეს ჩემს მაგივრად ვინ გააკეთებს. გამოეწყვეთ და სახლიდან გადით. განტვირთვის შემდეგ ხომ ადამიანს მეტი ხალისი და ენერგია ეძლევა. ეს თქვენს ოჯახზეც, მეუღლესთან ურთიერთობაზეც აისახება;
მოუარეთ თავს
ნუ დაივიწყებთ სილამაზის სალონის გზას, თორემ ყველაფერმა შეჩვევა იცის. ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად იმ ქალებს დაემსგავსებით, ვისი მოუწესრიგებლობა ყოველთვის გიკვირდათ და გაღიზიანებდათ;
გამოიყენეთ მომსახურების სერვისებიც. ხანდახან გენერალური დალაგებისთვის ადამიანი დაიქირავეთ, ეს სულაც არ ღირს ძვირი. სამაგიეროდ, დრო და ენერგია დაგეზოგებათ;
როცა ნერვებს ვეღარ თოკავთ, არვითარ შემთხვევაში არ იყაროთ ჯავრი ოჯახის წევრებზე. თუ ნერვები გიღალატებთ, მეორე ოთახში შედით და ბალიშს დაუშინეთ მუშტები. ქაღალდები დახიეთ, ჩაისუნთქეთ ღრმად და ასამდე დათვალეთ. ეს შველის. არ მიიყვანოთ საქმე კრიტიკულ მდგომარეობამდე. ეს ყველაფერს გაანადგურებს, პირველ რიგში კი – თქვენ.