ყველა საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაწყისს. უმეტესსად ეს ეხება სამუშაო დღის დაწყებას. თუ თქვენ მოახერხეთ და ნაყოფიერად დაიწყეთ სამუშაო დღე, მაშინ წარმატების 50 % უკვე თქვენს განკარგულებაშია.


დასაწყისს მოყვება დღის ჰარმონიული ოპტიმიზაცია, ეს კი წარმატების დარჩენილი 50 % არის. იმისათვის, რომ სწორად მოახერხოთ საქმის ორგანიზება, გაართვათ თავი ყველაფერს უფრო ხარისხიანად და არ იტნჯებოდეთ ყოველდღიური დამღლელი ნიუანსებისგან, წაიკითხეთ რჩევები, რომელთა გამოყენებაც დაგანახებთ, რომ შეგიძლიათ მოაბრუნოთ ცხოვრება უკეთესობისაკენ.


გაიღვიძე ადრე


შეიძლება ეს გეჩვენებოდეთ არარეალურად და შეუძლებლადაც კი. თომას კორლმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც იყო შედარებული მდიდარი და ღარიბი ადამიანების ჩვევები. შედეგებმა ცხადჰყო, რომ მდიდარი ადამიანები საშუალოდ იღვიძებენ 3 საათით ადრე სამსახურამდე. თუმცა, თუ თქვენ რაიმე დამოუკიდებელი მიზეზის გამო, აუცილებლად გიწევთ გვიან დაწოლე, არ ღირს ადრე გაღვიძება. ასევე თუ გიწევთ დილის სმენში მუშაობა. 3 საათის რეზერვში ქონისას, შეგიძლიათ ძალიან ბევრი სასარგებლო დაპირადი საქმე მოაგვაროთ სამსახურის დაყწყებამდე. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დილის საათებში ადამიანი ბევრად უფრო პროდუქტიულია და შეუძლია ბევად მეტი საქმე, უფრო მცირე დროში მოაგვაროს.


დღე დაიწყეთ რაიმე სასიამოვნოთი


დაიწყე დღე სასიამოვნოდ, იმით რაც განიჭებს სიხარულს ან მცირედ სიამოვნებას მაინც. ამ გზით, შეძლებ შეიქმნა კარგი განწყობა მთელი დღისათვის. თუ გსიამოვნებთ წერა, რატომ არ ღირს, დილა დაიწყოთ რამე ჩანაწერის დაწერით და ბლოგზე გამოქვეყენებით? პარალელურად შეგიძლიათ დალიოთ ყავაც და დაიმუხტოთ ენერგიით. შეამჩნევთ, რომ დილის სასიამოვნოდ დაწყებით, დღის მანძილზე იქნებით ენერგიული.


დაიმახსოვრეთ ეს წესები


აუცილებელია, გასაკეთებელი საქმეების სიის ჩამოწერა, ხოლო ისინი უნდა დაყოთ 9 პუნქტად, შეიძლება უფრო მცირედაც. პირველი პუნქტი უნდა შეეხოს იმ საქმეს, რომლის შესასრულებლადაც გჭირდებათ დაახლოებით 4 საათი, ის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული. ასევე შეიყვანეთ 3 გასაკეთებელი საქმე, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანი და არა საჩქარო, რომელთაც არ ჭირდებათ 3 საათიც კი. ხოლო დარჩენილი 5 საქმე, ისეთი, რომელთა მოგვერებაც უსწრაფესად, სატელეფონო ზარებით, ან ელ-ფოსტით არის შესაძლებელი.


არ დახარჯოთ საკუთარი ძალები ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაზე


ბევრი ხელმძღვანელი ითხოვს თავისი ქვეშემდომებისგან, რომ მათ აკეთონ რამდენიმე საქმე პარალელურად. თუმცა იცოდეთ, რომ ეს არ გხდით თქვენ ბევრად პროდუქტიულს. შეუძლებელია ყველაფრის ერთად და ერთდროულად გაკეთება, ყველა არ არის იულიუს ცეზარი. გააკეთეთ საქმე თანმიმდევრულად, იყავიტ კონცენტირრებული იმაზე რასაც აკეთებთ, თხოვნები და სხვდასხვა წვრილმანები გადასდეთ სხვა დროისთვის, ახალი საქმე დაიწყეთ მას შემდეგ რაც მიმდინრეს დაამთავრებთ. გამოყავი სამუშაო დღეებში 1 საათი, რომელშიც შეძლებ დაეხმარო კოლეგებს პრობლემატურ საკითხებში. თუ შეძლებთ და მიეჩვევით კონცენტრირებულად მუშაობას, თქვენი პროდუქტიულობა მოიმატებს და შეძლებთ ენერგიის დაზოგვას.


გამოიყენეთ ექვსი შეკითხვის წესი


როცა იწყებთ რაიმე ახალ საქმეს, დაუსვით თავს შემდეგი კითხვები: რატომ, რა, ვინ, როდის, სად,  როგორ, მაგალითად: რა არის ამ პროექტის საბოლოო მიზანი? რას მოგვიტანს ის? რა შედეგის მომცემია? რა სეგმენტისთვის და ვისთვის კეთდება ეს? როდისთვის უნდა იყოს ეს საქმე შესრულებული? სად უნდა გაკეთდეს და სად იქნება წარმოდგენილი საბოლოოდ პროექტი (პროდუქტი) როგორ იმუშავებს პროდუქტი? როგორი არის მისი საბოლოო სახე? უნდა შეეცადოთ, რომ მაქსიმალურად ყველა კითხვაზე გქონდეთ სრული პასუხი. სწორად დასახული მიზანი - ნახევარი განვლილი გზაა შედეგამდე. ეს დაგეხმარებათ, თქვენი საქმე ეფექტურად და სწრაფად შეასრულოთ, გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გარეშე.


გამოიყენეთ ფანქარი


ყველა პრობლემა, რომლის გადაჭრაც რთულია ფიქრით და წარმოსახვით, უკეთესია გადაიტანოთ ფურცელზე. შეეცადეთ დახატოთ დეტალებში, ან აღწეროთ პრობლემა ქაღალდზე, გამოყავით პრობლემები, სავარაუდო გადაჭრის გზები, ცვლადები და ალბათობები. ვიზუალურად უფრო გაგიადვილდებათ პრობლემების აღქმა და გადაჭრა.


მაქსიმალურად გაამარტივეთ


დგება მომენტები, როცა საქმე თავზე საყრელად არის და არც ბოლო უჩანს მათ.ასეთ დროს, აუცილებელია თავი ხელში აიყვანოთ, შეხედოთ რთულ ვითარებას გვერდიდან და დაწყოთ მისი გამარტივება. რთული და დიდი პრობლემები დაყავი მცირედებად, და დაიწყე სათითაოდ მოგვარება. ეს დაგეხმარება ეტპობრბივად ყველა მოაგვარო და ჯამში მთავარი პრობლემა, რომელიც მცირე ბევრი დეტალისგან შედგება გადაჭრილი იქნება.


გამოიყენეთ 2 წუთის წესი


თუ შეგიძლიათ რომელიმე საქმის 2 წუთში გაკეთება, არ გადადოთ ის სამომავლოდ. უპასუხეთ ზარს, ან გააკეთეთ დოკუმენტებში მცირე ჩასწორება. თუ საქმეს სჭირდება მეტი დრო, მაშინ გადაიკითხთე პუნქტი, არ დახარჯოთ საკუთარი ძალები ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაზე.


არ დაგავიწყდეთ კვება


რჩევა ერთი შეხედვით უცნაურია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროდუქტიულობისათვის. როცა ადამიანები საქმის კეთებაში არიან ჩაფლულები, ხშირა მათ ავიწყდებათ ყველალფერი, მათ შორის ჭამაც. ამ დროს კი ენერგია იცლება და თქვენ გჭირდებათ მისი დამატება. ისადილეთ აუცილებლად, აღიდგინეთ დახარჯული ძალები.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე