1937 წლის 1 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა მწერ­ლე­ბის პარ­ტორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხდო­მა­ზე ერთ-ერ­თმა
პრო­ლე­ტარ­მა მწე­რალ­მა თქვა, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და
დი­ვერ­სან­ტი აღ­ნი­აშ­ვი­ლი, რომ ,,ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი" (იაშ­ვი­ლი, ტა­ბი­ძე, ლე­ო­ნი­ძე და სხვე­ბი) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ მოს­კოვ­ში ბუ­ხა­რინ­თან, კა­მე­ნევ­თან და ათა­სო­ბით რუბლს იღებ­დნენ რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის
სა­ნაც­ვლოდ.

მწე­რალ­თა კავ­შირ­მა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, მო­ეწ­ვი­ათ პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მა და სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად და­ეს­ვათ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის კავ­ში­რი­დან გა­რი­ცხვის სა­კი­თხი. ტა­ბი­ძე მარ­თლაც გა­რი­ცხეს, პრო­ლე­ტა­რი
მწერ­ლე­ბი კი ამა­ყად აცხა­დებ­დნენ, რომ "მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მოქ­მე­დებ­და კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი
ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჩვენ მას ხერ­ხე­მა­ლი გა­და­ვუმტვრი­ეთ, თუ სად­მე დარ­ჩა მათი კუ­დე­ბი, უნდა მოვ­ძებ­ნოთ და
გა­ვაგ­დო­თო".

ბე­რი­ამ თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, და­აბ­რა­ლა რუს მწერ­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა და მოს­თხო­ვა ცილი და­ე­წა­მა პოეტ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც ორი თვით ადრე ტი­ცი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სწო­რედ ბე­რი­ამ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. როცა ტი­ცი­ან­მა უარი გა­ნა­ცხა­და მე­გობ­რის ხსოვ­ნის 
შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, ბე­რი­ამ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

ტი­ცი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს, წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ის ერ­თსა და იმა­ვე დროს სხვა­დას­ხვა პი­როვ­ნე­ბის მიერ
რამ­დე­ნი­მე კონ­ტრე­ვო­ლუ­ცი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იყო გა­და­ბი­რე­ბუ­ლი. ტი­ცი­ა­ნის მე­უღ­ლე ნინო მა­ყაშ­ვი­ლი წერ­და, რომ ტი­ცი­ა­ნი 1937 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას პი­რა­დი გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს.

უსაყ­ვარ­ლეს მე­უღ­ლეს და ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს ნი­ტას ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა: "იცო­დეთ ერთი რამ, ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სა და ხალ­ხის­თვის თვალ­ში ჩა­ხედ­ვის არას­დროს შეგრცხვე­ბათ".

​პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ტა­ბი­ძე იგო­ნებს, რომ ღა­მის ორ სა­ათ­ზე მან­ქა­ნის ხმა მო­ეს­მა. დე­დას და მა­მას
არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ. მკვდა­რი­ვით ეძი­ნათ. კარი გა­ვა­ღე, ოთხნი იყ­ვნენ, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე აქ ცხოვ­რობ­სო? მკი­თხეს და ქა­ღალ­დი მაჩ­ვე­ნეს - და­კი­თხვა­ზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო­თო. მამა გა­ვაღ­ვი­ძე, მახ­სოვს, სა­ვარ­ძელ­ში იჯდა, ხე­ლე­ბი უთრთო­და, სი­გა­რეტს ვე­რაფ­რით მო­უ­კი­და. ისი­ნი სახ­ლს ჩხრეკ­დნენ. წა­ი­ღეს ფი­როს­მა­ნის მიერ და­ხა­ტუ­ლი რუს­თა­ვე­ლი, მა­მას პორ­ტრე­ტი და ან­დრეი ბე­ლის ნა­ჩუ­ქა­რი "დრე­ვა ჟიზ­ნი". 3 სა­ათ­ზე სახ­ლის ჩხრე­კას
მორ­ჩნენ.

ტი­ცი­ანს აწა­მებ­დნენ და მოს­თხო­ვეს, შეთ­ქმულ­თა რაზ­მის უფ­რო­სის სა­ხე­ლი გვი­თხა­რიო, მან გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე
ჩა­ა­წე­რი­ნა და მერე კარ­გა ხანს ეძებ­დნენ ქარ­თველ სარ­დალს რეპ­რე­სი­ე­ბი­დან გა­დარ­ჩე­ნილ მწე­რალ­თა რი­გებ­ში.

ლიდა გას­ვი­ა­ნი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - სა­ხელ­გა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის მო­ად­გი­ლე) ასა­ხე­ლებს
ტროც­კის­ტუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს (გამ­სა­ხურ­დია, ჭი­ჭი­ნა­ძე, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, აბა­შე­ლი) ხოლო შემდეგ აცხა­დებს, რომ აღ­ნი­აშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­მო­ი­ცა ტი­ცი­ა­ნის ლექ­სე­ბის წიგ­ნიც, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ლექ­სე­ბი გრ. რო­ბა­ქი­ძე­ზე, ლო­მი­ნა­ძე­სა და დუმ­ბა­ძე­ზე.

ბუდუ მდი­ვა­ნი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე) მი­უ­თი­თებს, რომ
გას­ვი­ან­მა მისი და­ვა­ლე­ბით ტე­რო­რი­სა და დი­ვერ­სი­ის­თვის სხვა მწერ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ით­რია ტი­ცი­ა­ნი.

და­ვით წე­რე­თე­ლი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - ლი­ტფონ­დის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე) უჩ­ვე­ნებს, რომ ტი­ცი­ა­ნიც
ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, მსჯე­ლობს აუ­ტა­ნელ პარ­ტი­ულ რე­ჟიმ­ზე, აკ­რი­ტი­კებს ბე­რი­ას, ამ­ბობს, რომ არ არის შე­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი, რომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გა­აგ­დონ
​ბე­რია.

პავ­ლე საყ­ვა­რე­ლი­ძემ (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე "ფე­დე­რა­ცი­ის" გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე) ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე ფა­შის­ტურ-
ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფის აქ­ტი­ურ წევ­რად და­ა­სა­ხე­ლა.

,,დამ­ტკიც­და", რომ ტი­ცი­ა­ნი 1933 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფა­შის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ეწე­ო­და მავ­ნებ­ლურ
მუ­შა­ო­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რის ფრონტზე. რომ ჰქონ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი კავ­ში­რი ტროც­კის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ
ჯა­შუ­შობ­და საფ­რან­გე­თის სა­სარ­გებ­ლოდ.

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე 1937 წლის 15 დე­კემ­ბერს დახ­ვრი­ტეს ისე, რომ მისი საქ­მე ფორ­მა­ლუ­რა­დაც არ გა­ნუ­ხი­ლავთ, ხოლო ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ტი­ცი­ა­ნი უნდა გა­და­ა­სახ­ლონ და თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნე­თო!

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე