ბელა მირიანაშვილისთვის ორსულობა საბედისწერო აღმოჩნდა. ხუთი თვის ორსული ავად გახდა, სიცხიანმა მაინც ითამაშა სპექტაკლში, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

მსახიობს ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ ანტიბიოტიკებზე იმის შიშით თქვა უარი, ნაყოფს არ ავნოსო. მშობიარობის შემდეგ, ბელა მირიანაშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა და საბოლოოდ ის ლოგინს მიეჯაჭვა.

„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის,“ – წერდა ბელა მირიანაშვილი.

ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა. 1992 წლის აგვისტოს ბოლოს მან მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს კახი კავსაძეს დაურეკა და თბილისში ჩასვლა სთხოვა.

​რასაკვირველია, კახიც მაშინვე თბილისში გაჩნდა. ისინი ერთად შეხვდნენ მარიამობის დღესასწაულს და სწორედ ამ დიდებულ დღესასწაულზე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ულამაზესი მსახიობი ბელა მირიანაშვილი.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე