ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლია რომ მწე­რა­ლი 1840 წელს და­ი­ბა­და, მაგ­რამ იმე­რე­თის სა­სი­ნო­დო კან­ტო­რის მეტ­რი­კუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ აკა­კი წე­რე­თე­ლი 1841 წლის 9 ივ­ნისს და­ბა­დე­ბუ­ლა.
-----
მწე­რა­ლი ბევ­რს უყ­ვარ­და, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ უიღ­ბლო იყო. აკა­კის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ირ­გვლივ ბევ­რი ჭორი ტრი­ა­ლებ­და.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი თემა მისი და ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ი­ას ქორ­წი­ნე­ბა იყო.
ნა­ტა­ლია ოქ­როს მად­ნე­ბის რუსი მაგ­ნა­ტის, პეტ­რე ბა­ზი­ლევ­სკის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ქო­ნე­ბა მის­მა ბი­ძამ და­ი­სა­კუთ­რა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ტა­ლი­ას აკა­კი გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე შეჰ­ყვა­რე­ბია. თა­ვად პო­ე­ტი წერ­და: „უფ­როს ქალს შე­ვუყ­ვარ­დი. მა­შინ მე ქა­ლის სიყ­ვა­რულს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, სა­ზო­გა­დოდ, მაგ­რამ, რო­დე­საც დი­დად შე­წუ­ხე­ბულ­მა ქალ­მა შე­მომ­ჩივ­ლა თა­ვი­სი აღ­სა­რე­ბა, მა­შინ კი გული მეტ­კი­ნა, მეც ავ­დე­ქი და მე­ო­რე დღეს ის ქალი ვი­თხო­ვე“.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რომ აკა­კიმ ნა­ტა­ლია მა­მის ქო­ნე­ბის გამო შე­ირ­თოო,
მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, მის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ეს ქორ­წი­ნე­ბა სა­სი­კე­თოდ არ
ასა­ხუ­ლა.
-----
ერთხელ აკა­კის ერ­თმა ქალ­მა ლა­მა­ზად მო­ქარ­გუ­ლი ბა­ლი­ში აჩუ­ქა, შე­სა­ფე­რი­სი წარ­წე­რით.
მწე­რალს ძა­ლი­ან ესი­ა­მოვ­ნა სა­ჩუ­ქა­რი და ქალს ღი­მი­ლით უთხრა: „ჰეი-ჰეი, ბე­ქირ-ბეი! სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, „მაღ­ვი­ძა­რა“ სა­ა­თებს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ახლა კი ბა­ლი­შებს მიგ­ზავ­ნი­ან - და­წექ და და­ი­ძი­ნეო!“
-----
აკაკი ერთგან სადილზე მიიწვიეს. თეთრ ღვინოს სვამდა. ვიღაცამ იკითხა: თეთრი ღვინო სჯობს, თუ წითელიო. პოეტმა წითელი ღვინო დაისხა და რომ არ მოეწონა, თქვა: სადილობამდის ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სირცხვილით ეხლა გაწითლებულაო.
-----
ერთმა მელოტმა თქვა: ერთ ლამაზ ქალს წიგნი მივწერე, ისე შეგინახავ, როგორც ჩემს
თავს-მეთქი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, უარი შემომითვალა.
- სწორედ მაგითი დაგიფრთხია, აბა რა სასიამოვნოა, მუდამ შიშვლად და ცარიელად ყოფნაო, - იოხუნჯა აკაკიმ.
-----
ქუთაისში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. აკაკის ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა: - რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?

- რა გითხრათ, - მიუგო აკაკიმ, - სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. იგივე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება რა მათი.
-----
აკა­კის ნა­ტა­ლი­ას­გან ერ­თა­დერ­თი ვაჟი - ალექ­სი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცო­და. ალექ­სი სა­ო­პე­რო დას­ში ანტრეპ­რე­ნი­ო­რად წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და, მაგ­რამ გა­მუდ­მე­ბით ვა­ლებ­ში იყო, რომ­ლის გა­დახ­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­კის უწევ­და.
-----
აკა­კის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს
იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა მათ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჰქონ­დათ
ურ­თი­ერ­თო­ბა.
-----
აკა­კი ოცი წლის გა­უმ­ხე­ლე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით იტან­ჯე­ბო­და ტასო მა­ჩაბ­ლის მი­მართ.
ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის ფონ­დებ­ში დღემ­დე ინა­ხე­ბა მისი ტასო მა­ჩაბ­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის გამო მწე­რა­ლი თავს უბე­დუ­რად გრძნობ­და.
-----
აკა­კი მუ­დამ სხვის ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რობ­და და სა­კუ­თარ კე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და. რო­გორც თა­ვად
ამ­ბობ­და: „სახ­ლი მაქვს - არა მაქვს, ცოლი მყავს – არა მყავს, პენ­სია მაქვს – არა მაქვს.“
-----
სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, რო­დე­საც აკა­კი ავად­მყო­ფობ­და, მის­მა ცოლ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი,
​სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ქმრის­თვის მო­ევ­ლო. აკა­კი წე­რე­თე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 74 წლის ასაკ­ში.
-----
მწე­რალ­მა ან­დერ­ძით შო­რაპ­ნის მაზ­რის სო­ფელ სხვი­ტორ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­ტო­ვა სა­მო­სახ­ლო ად­გი­ლი შე­ნო­ბე­ბით, რათა მა­მულ­ში პო­ე­ტის სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სკო­ლა და­ე­არ­სე­ბი­ნათ
ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მა­მუ­ლის სახ­ლში.
„ეს სა­მო­სახ­ლო ად­გი­ლი ნა­წი­ლია მთლი­ან მა­მუ­ლი­სა, რომ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი /ვე­ნა­ხი/
გან­სვე­ნე­ბულ­მა აკა­კი წე­რე­თელ­მა უან­დერ­ძა ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო
სა­ზო­გა­დო­ე­ბას”.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცნო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მგოს­ნის ან­დერ­ძის ერთი ნა­წი­ლი და­არ­ღვია: არ ​დაკ­რძა­ლა მისი ნეშ­ტი სხვი­ტო­რის ეკ­ლე­სი­ა­ში, თუმ­ცა ეს ნება კა­ტე­გო­რი­უ­ლად იყო „გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ან­დერ­ძში“.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე