ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

ეს გენიალური კომპოზიტორი უხეში იუმორის განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ. მაგალითად, მოცარტი ხშირად "მეხუთე წერტილზე" და სხეულის ამ ნაწილთან დაკავშრებით ყველაფერზე უხამსად ხუმრობდა.
---
აბრაჰამ დე მუავრი

ინგლისელმა მათემატიკოსმა სიბერის ჟამს აღმოაჩნა, რომ მისი სიზმრის ხანგრძლივობა დღეში 15 წუთით იზრდება. არითმეტიკული დაანგარიშებით მან გამოითვალა თუ როდის მიაღწევდა ის 24 საათს. ეს იყო 1754 წლის 24 ნოემბერი. მან სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა.
---
სტენლი კუბრიკი

"მექანიკური ფორთოხალისა" და "2001 წელი: კოსმიური ოდისეას" ცნობილი რეჟისორი - სტენლი კუბრიკი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება და მკაცრი პერფექციონისტი იყო, ცხოველებს აღმერთებდა. ერთხელ მის სახლში ერთდროულად 16 კატა ცხოვრობდა, რომლებსაც მოგვიანებით 7 ოქროსფერი რეტრივერი და 4 სახედარიც შეემატა.
---
ლეონარდო და ვინჩი

აღორძინების ეპოქის დიდ იტალიელ მხატვარს, არქიტექტორსა და გამომგონებელს ძილისთვის დროის კარგვა არ უყვარდა, ამიტომ გენიოსის ძილი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე ინტერვალებისგან შედგებოდა.
---
ონორე დე ბალზაკი

ცნობილი ფრანგი მწერალი, დრამატურგი და "ადამიანური კომედიის" ავტორი - ონორე დე ბალზაკი ყავის დიდი მოყვარული გახლდათ. მწერალი როგორც წესი, დღეში 50 ფინჯან ყავას მიირთმევდა.
---
მიქელანჯელო

რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მოქანდაკე, მწერალი, მხატვარი და პოეტი მიქელანჯელო ბუონაროტი წყლის პროცედურებს სასტიკად არ სწყალობდა და მათ ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც კი თვლიდა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მიქელანჯელოს ღამე ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელში ეძინა, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში არ იხდიდა.
---
პიკასო

პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვარს შეშის ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.
---
ფრიდა კალო

ცნობილი მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო ცხოველებს აღმერთებდა. მას არამარტო ძაღლები, არამედ თუთიყუშები, მაიმუნები, ქათმები, ბეღურები და თვით, ირმებიც კი ჰყავდა.
---
ლუდ­ვიგ ვან ბე­თხო­ვენი

სმე­ნის და­კარ­გვა 27 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად იქცა. უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბე­თხო­ვე­ნი აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და. 1801 წელს ცნო­ბი­ლი "მთვა­რის სო­ნა­ტის" და­წე­რის მო­მენ­ტის­თვის, ბე­თხო­ვენს პრაქ­ტი­კუ­ლად აღა­რა­ფე­რი ეს­მო­და.
---
ალ­ბერტ აინშტა­ინი

ბავ­შვო­ბა­ში კოგ­ნი­ტი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი. მისი არსი გა­რე­მოს აღ­თქმის, მეხ­სი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, წარ­მოდ­გე­ნა­სა და ლო­გი­კის შე­ფერ­ხე­ბულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. აინშტა­ინ­მა სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ 3 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, სკო­ლა­ში კი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა უჭირ­და.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე