მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებულია თხუთმეტი მართლმადიდებელი ეკლესია. ამ თხუთმეტიდან, თერთმეტი – შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მხოლოდ ოთხი აღნიშნავს ამ დღესასწაულს 7 იანვარს. ეს ოთხია: რუსეთის, სერბეთის, იერუსალიმისა და საქართველოს ეკლესიები. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 იანვრის “მართლმადიდებლურ შობად” მოხსენიება მცდარია, რადგან მართლმადიდებლური სამყაროს დიდი ნაწილისთვის შობა 25 დეკემბერს არის.
შობის აღნიშვნის თარიღებში განსხვავება წარმოიშვა 1582 წელს, როდესაც რომის პაპმა გრეგორი XIII-მ კალენდარული რეფორმა გაატარა და იულიუს კეისრის კალენდარი შეცვალა. ახალ სტილზე ძალიან მალე გადაეწყო ბევრი ევროპული ქვეყანა, ზოგ ქვეყნებს კი, ამისთვის საუკუნეები დასჭირდა. რუსეთი გრეგორიანულ კალენდარზე მხოლოდ 1918 წელს, საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გადავიდა. თუმცა, მხოლოდ საერო ხელისუფლება, რუსეთის ეკლესია იულიუსის კალენდარზე დარჩა და დღემდე ამ კალენდრით სარგებლობს. ამ კალენდრით სარგებლობენ რუსულ ეკლესიასთან დაახლოებული და მისი გავლენის ქვეშ მყოფი მართლმადიდებლური ეკლესიებიც – სერბული, ქართული, იერუსალიმის. ამ ქვეყნებში შობა 13 დღით აგვიანებს ანუ ძველი სტილით 25 დეკემბერი 7 იანვარს არის.
საბჭოთა კავშირში შობას დღესასწაულად არ მიიჩნევდნენ. მისი დაშლის შემდეგ კი, სსრკ-ში შემავალი ქვეყნები თავად წყვეტდნენ, თუ როდის იზეიმებდნენ შობას. მაგალითად, ბელარუსში, 1991 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ორ შობას აღნიშნავენ – 25 დეკემბერსაც და 7 იანვარსაც. ორივე საჯარო დღესასწაულად მიიჩნევა.
მოლდოვამ თავდაპირველად ორთოდოქსული თარიღი, 7 იანვარი, აირჩია, თუმცა 2013 წელს, ევროკავშირისკენ სწრაფვის პარალელურად, საშობაო დღესასწაულად 25 დეკემბერიც აღიარა.