შვეიცარია სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს მსოფლიოში შოკოლადის მოხმარებით. შვეიცარიის შოკოლადის მწარმოებელთა ასოციაციის, Chocosuisse-ის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე წლიური მოხმარება დაახლოებით 10.3 კილოგრამს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს გაძვირების გამო შოკოლადზე ფასებმა მოიმატა და მოხმარება მცირედით შემცირდა, შვეიცარიელები მაინც უპირობო ლიდერებად რჩებიან.
ტოპ-5 ქვეყანა შოკოლადის მოხმარებით (წელიწადში 1 ადამიანზე):
1. შვეიცარია – 10.3 კგ.
2. ავსტრია – 8.1 კგ.
3. გერმანია – 7.9 - 8.1 კგ.
4. ირლანდია – 7.9 კგ.
5. დიდი ბრიტანეთი – 7.6 კგ.
საინტერესოა, რომ შვეიცარიაში მოხმარებული შოკოლადის დაახლოებით 41%-ს სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქცია შეადგენს, დანარჩენი კი ადგილობრივი წარმოებისაა, ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორებიცაა Lindt და Toblerone.


