სუნთქვის მოცემული ტექნიკა მიმართულია ორგანიზმის გასაკაჟებლად და სასიცოცხლო ძალთა განსამტკიცებლად. მისი დაუფლების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ, ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი მოიკრიბოთ ძალა და იმოქმედოთ დამოუკიდებლად.
საწყისი პოზიცია: დაწექით იატაკზე, ზურგი გაასწორეთ, ხელები დაიწყვეთ მუცელზე (ამ დროს ზედა კიდურები ჭიპის არეზე ერთგვარ ზეწოლას ქმნიან).
შესრულების ტექნიკა: ჩასუნთქვისას მუცელი (ზეწოლის გამო) რამდენადმე შიგნით იწევს, ხოლო ამოსუნთქვისას გარეთ იბურცება. სასურველია, ამოსუნთქვისას მუცლის პრესზე ზეწოლა განაგრძოთ. ამოსუნთქვის შემდეგ სუნთქვა 4-5 წამით უნდა შეაკავოთ. ამოსუნთქვის ფაზა ჩასუნთქვის ფაზის ტოლი უნდა იყოს. სუნთქვა აუცილებელია ცხვირით.
პირველ კვირას ვარჯიში უნდა შესრულდეს დღეში არა უმეტეს 3-ჯერ, 5-10 წუთის განმავლობაში. მეორე საფეხურს წარმოადგენს პირით ჩასუნთქვა რვა თვლაზე, ორი თვლის განმავლობაში სუნთქვის შეკავება და ცხვირით ამოსუნთქვა, რომელიც ექვს თვლაზე უნდა გაგრძელდეს. ამოსუნთქვის შემდეგ სუნთქვის შეკავება არ ხდება.
ვარჯიში დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იატაკზე მწოლიარემ, არამედ მჯდომარემ და მდგომარემ, აგრეთვე მოსიარულემ უნდა შეასრულოთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ სიარულისას მუცელზე ზეწოლა იქმნება პრესის კუნთების შინაგანი დაჭიმვით, ხელების მონაწილეობის გარეშე. ამ მეთოდიკის უკუჩვენებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია, გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), თიაქარი.
კატეგორიულად ეკრძალებათ ვარჯიშის შესრულება ორსულებს!
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: კიდურები მუდმივად უნდა აწვებოდეს მუცელს. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა სინქრონული უნდა იყოს. მახვილი უნდა გაკეთდეს ამოსუნთქვის ბოლო წერტილზე.
ჰარმონიული სუნთქვა
საწყისი პოზიცია: წევხართ იატაკზე ან ზურგგამართული ზიხართ სკამზე. სიარულისას ამ ტიპის სუნთქვას ეფექტი არ ექნება.
შესრულების ტექნიკა: ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა თანაბარი უნდა იყოს და შესრულდეს ერთდროულად ცხვირით და პირით. სუნთქვის შეკავება ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის 2-3 წამს უნდა გაგრძელდეს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჰაერის მასა როგორც ცხვირით, ასევე პირით სუნთქვის ორივე ფაზაში თანაბარი იყოს.
სუნთქვითი ვარჯიში სახელწოდებით "გულისმიერი სუნთქვა"
საწყისი პოზიცია: ზურგგამართული წევხართ იატაკზე ან ზიხართ სკამზე. ხელები, შესაბამისად, მოთავსებულია სხეულის გასწვრივ ან მუხლებზე.
შესრულების ტექნიკა: ჰაერის ცხვირით ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვა ორი-სამი წამით შეაკავეთ (ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ფაზების მკაფიოდ გასამიჯნავად), შემდეგ პირით ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვა 2-2,5-ჯერ ხანგრძლივი უნდა იყოს, ვიდრე ჩასუნთქვა. ამოსუნთქვის შემდეგ კვლავ შეიკავეთ სუნთქვა ორი-სამი წამით და თანაბრად, სინქრონულად ჩაისუნთქეთ ცხვირით. ასევე განაგრძეთ.
ვარჯიში შეგიძლიათ შეასრულოთ როგორც მწოლიარემ, ასევე მჯდომარემ, მდგომარემ და მოსიარულემ. ყურადღება მიაქციეთ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ფაზების თანაბარზომიერებასა და სინქრონულობას.
სუნთქვის აღწერილი მეთოდების გამოყენება სიარულისას ვარჯიშის ბუნებრივ და მეტად პროდუქტიულ ხერხს წარმოადგენს. სიარულის დროს აქტიურდება სხეულის კუნთები და სუნთქვითი ვარჯიშის კვალდაკვალ გაცილებით მეტი ენერგია გამომუშავდება. ეს ერთი მხრივ ეხმარება ადამიანს, უკეთ დაეუფლოს სუნთქვის ახალ მეთოდიკას, მეორე მხრივ კი ორგანიზმს ახალი ენერგიით ავსებს.