თედო სახოკიას მონათხრობი:
ერთხელ, მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმხნად ფული არ მქონდა;
გადავწყვიტე დავით სარაჯიშვილისაგან სესხის აღება და გავეშურე, როდესაც მასთან მივედი, დავითს სტუმრები ჰყავდა: ილია ჭავჭავაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, და ნარდს თამაშობდნენ;
მივესალმე მათ და ცოტა ხანში გამოვბრუნდი, შემრცხვა, ფული ვერ ვთხოვე...
კიბეებზე რომ დავეშვი, დავითის ხმა მომესმა:
- თედო, ცოტა ხნით დამელოდე,
ჩამოვიდა...
- ხომ არაფერი გიჭირს?! - მკითხა დავითმა;
არა-ვუპასუხე მე.
ჯიბიდან 100 თუმანი ამოიღო და გამომიწოდა -
- ეს წაიღე, დაგჭირდება - ფული გამომიწოდა;
გახარებულმა ფული გამოვართვი და მეუღლე ექიმთან წავიყვანე.
ერთი კვირის შემდეგ, ფულის დასაბრუნებლად დავითთან მივედი;
სარაჯიშვილმა გაიღიმა და მითხრა:
- თედო, ჩემდენი ფული რომ გექნება, მაშინ დამიბრუნე, იმ დღეს რომ შემოგხედე, მივხვდი, რაღაც გიჭირდა...
-----
თედო სახოკია (1868-1956) — ქართველი ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და პედაგოგი, რეიმსის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და პარიზის ანთროპოლოგიური საზოგადოების საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტი.
*
დავით სარაჯიშვილი (1848-1911) — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.