ტომას ალვა ედისონი (1847-1931) — ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში. სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით.
---
ტომას ალვა ედისონი მეგობრობდა მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ ფორდის ავტოკომპანიის დამაარსებელთან ჰენრი ფორდთან.

ედისონი თავისი ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო, თუმცა არანაკლები ექსცენტრიული ხასიათით გამოირჩეოდა მისი უახლოესი მეგობარი ჰენრი ფორდიც.

როდესაც ედისონი მძიმედ ავად გახდა, ჰენრი ფორდმა მეგობარი დაარწმუნა იმაში, რომ თუკი მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა და სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებოდა, საკუთარი შთამომავლებისათვის ,,უკანასკნელი ამოსუნთქვა” დაეტოვებინა.

ამ წინადადებას გაოცებული ედისონი დათანხმდა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შაქრის დიაბეტის გართულების შედეგად, 1931 წლის 18 ოქტომბერს ედისონი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალებამდე მისმა ოჯახმა ჰენრი ფორდის წინადადების და ედისონის სურვილის გათვალისწინებით, სინჯარაში ტომას ალვა ედისონის ,,უკანასკნელი ამოსუნთქვა” შეინახა.

დღესდღეობით, დიდი მეცნიერის ,,უკანასკნელი ამოსუნთქვის” მქონე ჰაერიანი სინჯარა დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში განთავსებულ ჰენრი ფორდის სახელობის მუზეუმში.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე