- მზე და მთვარე: ქართული წარმართული კულტურის უძველესი ღვთაებანი - მზე და მთვარე, გარდა სიმბოლური ნიშნებისა წარმოდგენილნი არიან მთვარის ღვთაების და ქალღმერთი მზექალის გამოსახულებით.
- ცხვარი: უძველესი საკულტო სიმბოლო. კეთილის საწყისი. გვხვდება ფიმბულებზე, გემებზე, ბეჭდებზე და ა.შ. როგორც მაგიური ნიშანი.
- ლომი: ძველი აღმოსავლეთის ხალხებში ფრიად პატივსაცემი სიმბოლო. ლომი ძლიერების განსახიერებაა. მის გამოსახულებას, როგორც რიტუალური და მაგიური მნიშვნელობის მქონისას, ხშირად ვხვდებით სამაჯურებზე, საყურეებზე და სხვა. აღნუსხულია ფრთოსანი ლომის მაგალითებიც.
- დრაკონი: გვხვდება რიტუალური მნიშვნელობით, უმთავრესად სამკაულებზე. ზოგჯერ ფასკუნჯთან (გრიფონი) არის გაიგივებული. სიმბოლური მნიშვნელობით უდრის წყლის ქაოსს (სტიქიას).
- თხა: როგორც სიმბოლო ძალზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივ შტანდარტების თავებსა და ქალის სამკაულებზე. უაღრესად საყურადებოა თხის გამოსახულება აფხაზეთის დროშაზე. აღნიშნული სიმბოლო აშკარად ტოტემური წარმოშობისაა. ხშირად ვამულეტის ხასიათი აქვს.
- სენმურვი: ფრთოსანი ძაღლი. გამოუცნობი სიმოლო. გვხვდება ატენისა და ნიკორწმინდის ეკლესიების დეკორში.
- შვიდტოტიანი მუხა: მიწადმოქმედების ღვთაებების სიმბოლო.
- ხარი: ეს კულტი ძალზე ძველია. თაყვანს სცემდნენ მთელს საქართველოში.
- ტახი: საფიქრებელია რომ იგი ძველი მეგრელების ტოტემური სიმბოლო იყო.
ნაყოფიერებისა და ტომობრივი ერთეულიოს განმასახიერებელი. XVII-XVIII საუკუნეებში.სამეგრელოს (ოდიშის) დროშაზე გვხვდება ემბლემის სახით.
- გველი: სიბრძნის სიმბოლო. ხეთების, ბაბილონელთა, ეგვიპტელთა და სხვა ძველი ხალხების საკულტო სიმბოლო. როგორც ჩანს მათი გავლენით ამ სიმბოლიკამ საქართველოშიც დაიმკვიდრა ადგილი.
- ცხენი: როგორც მზის კულტის ელემენტი ითვლება ცის მაცნედ, განთიადისა და მზის სიმბოლოდ. ბრინჯაოს ბალთებზე ცხენი ფიგურირებს როგორც ბოროტ სულთა მსხვერპლი. ფრთოსანი ცხენი (პეგასი) შედარებით იშვიათი მოვლენაა ქართულ სიმბოლიკაში. გვხვდება კახეთის დროშაზე.
- ჩიტი: სულის სიმბოლო ცის მაცნე. მასში აისახა თავისი არსით უაღრესად რთული, ბევრი ფრინველის სიმბოლო შინაარსობრივი სირთულის მხრივ. ჩიტის სახეში შედის ქალი-ფრინველის სირინოზის სიმბოლიკაც.
- თევზი: ძალზე ძველი სიმბოლო დაკავშირებული წყლის სტიქიასთან. სიბრძნის სიმბოლო. შუა საუკუნეების საქართველოში ჭრიდნენ თევზის ფორმის ფულს.
- ირემი: კეთილის საწყისი სიმბოლო. წარმართულიდან გადავიდა ქრისტიანულ კულტში. გამოისსახებოდა დროშებზე, ბეჭდებსა და გერბებზე.


