1806 წელს ინგლისის ქალაქ ლიდსში ერთმა ქათამმა დაიწყო კვერცხების დადება წარწერით „იესო მოდის“.


ქათმის მეპატრონე იყო  მერი ბეიტმენი - ინგლისელი კრიმინალი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „იორკშირელი ჯადოქარი“. იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში მკვლელობისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.


,,წინასწარმეტყველი ქათმის" ამბავი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, რამაც ზოგიერთ ადამიანს  გაუჩინა რწმენა, რომ იწყებოდა სამყაროს გარდაუვალი აღსასრული. 


ასეთი რწმენით შეპყრობილებმა ასობით კილომეტრი გაიარეს, რათა საკუთარი თვალით ენახათ ქათამი, რომელიც ამ მოვლენას წინასწარმეტყველებდა. 


მოგვიანებით გაირკვა, რომ ქათმის პატრონმა გადაწყვიტა ხალხი მოეტყუებინა და სინამდვილეში ახდენდა კვერცხებზე წარწერის მჟავით ამოტვიფრას და საკვერცხის მილში ხელახლა მოთავსებას, რის შემდეგაც ქათამი წარწერიან კვერცხს დებდა; ამ აფიორამ მას დიდი შემოსავალი და დიდება მოუტანა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე