​„სიყვარული ყველაზე ძლიერი ვნებაა, ის ერთდროულად თავს, გულს და გრძნობას ეხება“ - ლაო ძი.
-----
„სიყვარული ციებ-ცხელებას ჰგავს, შენი ნების მიუხედავად მოდის და მოდის“ - სტენდალი.
-----
„სიყვარული არა თვალებით, არამედ გულით იყურება“ - უილიამ შექსპირი.
----- 
„სიყვარული ველური ძალაა. როცა მის გაკონტროლებას ვცდილობთ, ის გვანადგურებს. როცა ვცდილობთ მას ჩავწვდეთ, გვაბნევს“ - პაულო კოელიო.
-----
„სიყვარული ძალების საუკეთესო აღმდგენელია“ - პაბლო პიკასო.
-----
„სიყვარული ნიშნავს, იყო სულელი, მაგრამ ერთად“ - პოლ ვალერი.
-----
„ქალის მთელი სულით შეყვარება არ ღირს, არშეყვარება კი არ გამოდის“ - სალვადორ დალი.
-----
„სიყვარული გრძნობების პოეზიაა“ - ონორე დე ბალზაკი.
-----
„სიყვარული თამაშია, რომელსაც ორი თამაშობს და ორივე მოგებული რჩება“ - ევა გაბორი.
-----
„ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იმაში დარწმუნებაა, რომ ჩვენ ვუყვარვართ, ვუყვარვართ იმის გამო, ვინც ვართ ან იმის მიუხედავად, რომ ისეთი ვართ, როგორიც ვართ“ - ვიქტორ ჰიუგო.
-----
„მეგობრობა - სიყვარულია ფრთების გარეშე“ - ლორდ ბაირონი.
-----
„სიყვარული ტელესკოპით იყურება, მაგრამ მიკროსკოპით არის დამოკიდებული“ - ჯოშ ბილინგი.
-----
„პარადოქსი აღმოვაჩინე: თუ ტკივილამდე გიყვარს, ტკივილი ქრება და სიყვარული რჩება“ - დედა ტერეზა.
-----
„ქალმა საყვარლის სახე იცის, როგორც მეზღვაურმა ღია ზღვა“ - ონორე დე ბალზაკი.
-----
„სიყვარული ერთადერთი გონივრული და დამაკმაყოფილებელი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ არსებობს კაცობრიობა“ - ერიხ ფრომი.
-----
„ცხოვრება არის ყვავილი, რომლისთვისაც სიყვარული თაფლია“ - ვიქტორ ჰიუგო.
-----
„როცა ცხოვრებას გადახედავთ, მიხვდებით, რომ მხოლოდ სიყვარულით ანთებული ქმედებები არის ნამდვილად ღირებული“ - ჰენრი დრამონდი.
-----
„ჩვენ გვიყვარს ცხოვრება არა იმიტომ, რომ ცხოვრებას მივეჩვიეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სიყვარულს მივეჩვიეთ“ - ფრიდრიხ ნიცშე.
-----
„ცხოვრება რომ შეიცნოთ, ბევრი რამ უნდა შეიყვაროთ“ - ვან გოგი.
-----
„სიყვარულის გარეშე ცხოვრება ცოდვა და უზნეო მდგომარეობაა“ - ვან გოგი.
-----
„სიყვარულის გარეშე ცხოვრება უნაყოფო ხეს ჰგავს“ - ხალილ გიბრანი.
-----
„იქ, სადაც სიყვარულია, ცხოვრებაცაა“ - მაჰათმა განდი.
-----
„სიყვარული ერთმანეთის ყურებას არ ნიშნავს, სიყვარული ერთი მიმართულებით ხედვას ნიშნავს“ - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი.
-----
„ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს. ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ მხოლოდ ცოტას უნახავს“ - ფრანსუა დე ლაროშფუკო.
-----
„გიყვარდეს, ესე იგი გიყვარდეს. სიყვარული არგუმენტებს არ ცნობს“ - პაულო კოელიო.
-----
„საკუთარი თავის მიმართ სიყვარული რომანის დასაწყისია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება“ - ოსკარ უაილდი.
-----
„გრავიტაცია დამნაშავე არაა იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ“ - ალბერტ აინშტაინი.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე