ალერგიული რეაქციებისთვის ხელსაყრელი პერიოდის დადგომისთანავე პირველი და ყველაზე ლოგიკური თავდაცვითი ღონისძიება ალერგენთან კონტაქტის შეზღუდვაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ამ საშიშ პერიოდში გამოგადგებათ:
რაც შეიძლება ნაკლები ხანი დაყავით ქუჩაში, განსაკუთრებით - თუ ქალაქგარეთ, სოფელში, დაბაში ცხოვრობთ. ვისაც სოკოს სპორებზე აქვს ალერგია, არ უნდა გაჩერდეს ტყეში, თივის ზვინების ახლოს, ასევე - პარკებში, სადაც ნიადაგი ნესტიანია.
როდის გავიდეთ გარეთ?
ყველამ უნდა იცოდეს, როდის არის მისთვის შინიდან გასასვლელად ყველაზე ხელსაყრელი ამინდი.
ალერგიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ასეთია წვიმიანი დღეები, როცა ჰაერში ყველაზე ნაკლები მტვერია. სოკოს სპორებზე ალერგიის მქონეთ სასეირნოდ მშრალი და მზიანი ამინდი უნდა ერჩივნოთ.
თითქმის ყველა მათგანისთვის არახელსაყრელია ქარიანი დღეები. ასეთ დროს ჰაერში მტვრისა და სოკოს სპორების რაოდენობა გაცილებით მეტია. თანაც ქარს ისინი ადვილად გადააქვს ერთი ადგილიდან მეორეზე და მათთან შეხვედრა ძალიან ადვილია.
მნიშვნელოვანია ისიც, დღის რომელ პერიოდში გახვალთ გარეთ. ყველაზე უსაფრთხო დილაა. ამ დროს მტვერი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია. სოკოს სპორები ჰაერში საღამოობით არის ყველაზე მეტი.
როგორ მოვიქცეთ?
ალერგიის სეზონური გამწვავების პერიოდი ნაკლებ მტკივნეულად ჩაივლის, თუ მის დადგომამდე 1-2 კვირით ადრე დაიწყებთ სპეციალისტის მიერ შერჩეულ წამლის მიღებას.
გახსოვდეთ: არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, მით უფრო - ავადმყოფი. ერთი პაციენტისთვის, მისი ინდივიდუალური მდგომარეობისა და ფუნქციური სინჯების შედეგების საფუძველზე დანიშნული მედიკამენტი არ გამოადგება სხვა, თუნდაც ანალოგიური ალერგიული გამოვლინებების მქონე პირს. ასე რომ, ყოველგვარი თვითმკურნალობა დაუშვებელია.

- ნუ გააღებთ ფანჯრებს შუადღისას და საღამოს.
- გამოიყენეთ კონდიციონერი.
- ავტომობილში ჯდომისას ასწიეთ მინები.
- შინ დაბრუნებისას არ დაგავიწყდეთ შხაპის მიღება.
- ნუ გააშრობთ თეთრეულს ეზოში.
- ბაღსა და ბოსტანში მუშაობისას არ დაგავიწყდეთ ცხვირ-პირზე დამცავი დოლბანდის აფარება.