იანვარი (ლათ. Ianuarius) — ასე უწოდეს მას იანუსის, შესასვლელთა და გამოსასვლელთა, ყოველგვარი საწყისის რომაული ღმერთის მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. რადგან, ტრადიციულად, კონსულებს იანვარში ირჩევდნენ, ეს თვე გახდა წლის პირველი თვე, შეცვალა ამ მიმართებით მარტი. იანვრის ძველქართული სახელწოდებაა აპანი, აპნისი.
თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) — სახელი ეწოდა მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით. იანვარი და თებერვალი არის კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვალს ქართულ წარმართული კალენდარში სურწყუნისი ეწოდებოდა. ხალხური დასახელებაა განცხადებისთვე.
მარტი (ლათ. Martius) — სახელი ეწოდა ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.
აპრილი (ლათ. Aprilis) — სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.
მაისი (ლათ. Maius) — სახელი ეწოდა ნაყოფიერების რომაული ღვთაების, მერკურის დედის, მაიას მიხედვით. მაისის ძველქართული სახელწოდებაა ვარდობისა, ვარდობისთვე.
ივნისი (ლათ. Junius) — სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.
ივლისი (ლათ. Julius) — სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, „მეხუთე“. ივლისის ძველი წარმართული კალენდრით — თიბისა, ხალხური სახელწოდებანია მკათათვე და კვირიკობისთვე. სულხან-საბას მიხედვით ადრე ავი და კვინტოლიონიც ეწოდებოდა.
აგვისტო (ლათ. Augustus) — ამ თვეს, თავდაპირველად, ლათინურად, სექსტილისი ერქვა, რადგანაც ორიგინალურ რომაულ ათთვიან კალენდარში, რომელიც რომულუსმა შემოიღო ძვ. წ. 753 წელს და რომელშიც წელიწადი მარტში იწყებოდა, მეექვსე ადგილი ეკავა (სექს — ლათინურად „ექვსი“). ძვ. წ. 700 წლისათვის, იგი მერვე თვე გახდა, მას შემდეგ, რაც რომის მეფე ნუმა პომპილიუსმა კალენდარში მარტამდე იანვარი და თებერვალი ჩაამატა. მან, ასევე, თვეს 29 დღე მიაკუთვნა. იულიუს კეისარმა, რომელმაც ძვ. წ. 45 წელს იულიუსის კალენდარი შემოიღო, თვეს 2 დღე დაუმატა, რითაც მან თავისი დღევანდელი სიგრძე, 31 დღე მიიღო. ძვ. წ. 8 წელს მას, ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად, აგვისტო უწოდეს (ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, მას ერთი დღე თებერვლისაგან არ აუღია). სენატის გადაწყვეტილების მიხედვით, რომლის ციტირებასაც მაკრობიუსი აკეთებს, საამისოდ ეს თვე იმიტომ შეირჩა, რომ ავგუსტუსის ტრიუმფის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ეგვიპტის დაპყრობის ჩათვლით, სწორედ ამ თვეს ემთხვეოდა. ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით „ქველთობისა“ ერქვა. შემდეგ აგვისტოს პარალელურად „მარიამობისთვე“ გავრცელდა.
სექტემბერი (ლათ. September) — სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეშვიდე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად septem — შვიდი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებაა — ენკენისთვე.
ოქტომბერი (ლათ. October) — სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem — რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — სთვლისა, ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.
ნოემბერი (ლათ. November) — სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.
დეკემბერი (ლათ. December) — სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem — ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვე.