Image description
- ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობაა!

- ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.

- პესიმისტი ნებისმიერ შესაძლებლობაში სირთულეს ხედავს, ოპტიმისტი კი, პირიქით – ნებისმიერ სირთულეში შესაძლებლობას პოულობს.

- მტრები თუ გყავს – საკუთარი თავით კმაყოფილი უნდა იყო, რადგან მხოლოდ ძლიერ ადამიანს ემტერებიან!

- როცა ორი ჩხუბობს, აუცილებლად მესამე იმარჯვებს!

- ცხოვრების მანძილზე ყველა ნიჭიერი ადამიანი ერთხელ მაინც კარგავს ბრწყინვალე შანსს.

- ჯოჯოხეთის გავლა თუ გიწევს – ეცადე სწრაფად გაიარო!

- გონიერი ადამიანი არა მხოლოდ თვითონ არ უშვებს შეცდომებს, არამედ სხვასაც აძლევს მათი დაშვების საშუალებას.

- წარმატება – სინამდვილეში მხოლოდ უნარია გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ოპტიმიზმი დაკარგო, არც ენთუზიაზმი!

- მხოლოდ მაშინ უნდა გაშალო ფრთები, როცა ქარის საწინააღმდეგოდ ისწავლი ფრენას და არა მისი მიმართულებით.

- ბრიყვია ის, ვისაც საკუთარი აზრის შეცვლა არ შეუძლია!

- როცა ბრძენები დუმან, სწორედ მაშინ იწყებენ ლაპარაკს ბრიყვები.

- ძალაუფლება – ნარკოტიკია. ერთხელ თუ მოსინჯე, სამუდამოდ მოიწამლები.

- ნუ დაგენანებათ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, გაუფრთხილდით იღბალს, რადგან „ტიტანიკზე“ ყველა მდიდარი და ჯანმრთელი იყო, თუმცა მხოლოდ ერთეულებს გაუმართლა.

- ​სანამ სიმართლე „შარვალს იცვამს“ სიცრუე მთელი მსოფლიოს შემორბენას ასწრებს.

- პოლიტიკა ისეთივე სახიფათოა, როგორც ომი. თუმცა ომში მხოლოდ ერთხელ გკლავენ, პოლიტიკაში კი, ყოველდღე შეიძლება გაგწირონ სასიკვდილოდ.

- ყველაზე კარგი გემოვნება მას აქვს, ვინც მხოლოდ საუკეთესოთი კმაყოფილდება.

თუ გსურთ კამათში თქვენ თქვათ ბოლო სიტყვა, უთხარით ოპონენტს, რომ სრულად იზიარებთ მის აზრს.

- ცხოვრებაში ყოველთვის ის სარგებლობს უპირატესობით, ვინც ადრე უშვებს შეცდომებს და ჭკუასაც ადრე სწავლობს.

- ადამიანებს ბრწყინვალედ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, როცა არაფერი იციან მის შესახებ.

- ომი – უსამართლო ბრძოლაა, როცა მცირე ჯგუფის ინტერესებს სრულიად უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ეწირება.

- უკეთესია მოისყიდოთ, ვიდრე მოკლათ და ბევრად უკეთესია მოგისყიდონ, ვიდრე მოგკლან.

- სამწუხაროდ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში ვცხოვრობთ!

- ავტორიტეტის მოპოვება მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნებით შეიძლება.

- ადამიანი მხოლოდ მაშინ პოულობს ერთადერთ სწორ გამოსავალს, როცა ათასობით არასწორს მოსინჯავს და ამაში ცუდი არაფერია.

- ურთიერთობის გაფუჭების საუკეთესო საშუალება, მისი გარკვევის მცდელობაა.

- მკვლელის მოკვლით მკვლელთა რაოდენობა არასდროს მცირდება.
Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე